ამ წუთებში Apple-ის შემოდგომის მეორე პრეზენტაცია მიმდინარეობს — ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე წარადგინა მესამე თაობის AirPods-ები.

ახალი ყურსასმენები თავის თავში აერთიანებს AirPods-ებისა და AirPods Pro-ების დიზაინს. მესამე თაობის AirPods-ები ისევ მყარი პლასტმასისგან იქნება დამზადებული, თუმცა დიზაინი 2016 წლის შემდეგ პირველად შეიცვალა და როგორც ჭორებიდან ვიცოდით, მათი ტანი მართლაც დამოკლებულია.

ახალი AirPods-ები წყალ და ოფლგამძლე იქნება. ელემენტის ხანგრძლივობა მუდმივი სმენის რეჟიმში 6 საათამდე გაიზარდა.

ახალი AirPods-ების საწყისი ფასი 179 დოლარი იქნება და ისინი ხელმისაწვდომი მომავალი კვირიდან გახდება.