პიკასოს ნამუშევრის ქვეშ აქამდე უცნობი ნახატი აღმოაჩინეს და ხელოვნური ინტელექტით აღადგინეს
მიუხედავად იმისა, რომ პიკასო 48 წლის წინ დაიღუპა, ის ჯერ კიდევ წარმოგვიდგენს ახალ ნამუშევრებს. ამის თქმის საშუალებას ერთ-ერთი მისი ნახატის ქვეშ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნაპოვნი აქამდე უცნობი ნამუშევარი გვაძლევს.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახატი სახელად "The Lonesome Crouching Nude" Oxia Palus-მა აღმოაჩინა, კომპანიამ, რომელიც დაკარგული ხელოვნების ნიმუშების აღდგენაზე მუშაობს. პორტრეტი პიკასომ ცნობილი ნამუშევრის — "The Blind Man’s Meal"-ის ქვეშ 1903 წელს დახატა, ეს კი გავრცელებული პრაქტიკა იყო ტილოებზე ფულის დასაზოგად.
იმისათვის, რომ ნახატი ეპოვნათ, მეცნიერებმა ჯერ რენტგენი გამოიყენეს, ასე პორტრეტის მოხაზულობა მიიღეს. ამის შემდეგ მათ პიკასოს ნახატებით გაწვრთნილი ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენეს იმისათვის, რომ პიკასოსთვის დამახასიათებელი ფუნჯის მოსმის ტექნიკით შეევსოთ გამოსახულება.
საბოლოოდ, მათ მისცეს ნახატს ტესტურა, მანამ, სანამ 3D პრინტერის გამოყენებით დაბეჭდავდნენ ტილოზე. შედეგად კი ეს "ახალი" პორტრეტი მივიღეთ, პიკასოს ცნობილი "ლურჯი პერიოდიდან".
კომენტარები