რობოტ ძაღლებს უკვე სნაიპერული შაშხანების ტარებაც შეუძლიათ
ათწლეულების განმავლობაში სამეცნიერო ფანტასტიკა გვაფრთხილებდა, რომ ეს დღე დადგებოდა და აი ისიც, დღეს ის ჩვენს წინაშეა.
სამხედრო რობოტების მწარმოებელმა, Ghost Robotics-მა სნაიპერული შაშხანა ოთხფეხა რობოტ ძაღლზე მოათავსა. მიმდინარე კვირაში ისინი რობოტს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ასოციაციას წარუდგენენ.
ფილადელფიაში დაფუძნებულმა კომპანიამ ოთფეხა რობოტის ფოტო ტვიტერით გაგვიზიარა. ფოტოზე ჩანს, რომ რობოტს SWORD International-ის Creedmoor 6.5მმ-იანი სნაიპერული შაშხანა ამაგრია. რობოტს SPUR ერქმევა.
სოციალურ ქსელში რობოტის გამოჩენამ ტვიტერის მომხმარებლებს შორის დისკუსია წარმოშვა. ადმიანთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ასეთი რობოტების შექმნა არაეთიკურია.
დრონებისგან განსხვავებით, ოთხფეხა რობოტების ადამიანების საკონტროლებლად გამოყენება უკვე დაწყებულია. 2020 წელს, პანდემიის პიკში სინგაპურმა Boston Dynamics-ის რობოძაღლი Spot ქუჩაში ადამიანებს შორის დისტანციის საკონტროლებლად გამოიყენა. ამასვე აპირებდა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტიც და Boston Dynamics-თან 94 000 დოლარიანი კონტრაქტიც ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო მათ ამ გარიგების ჩაშლა მოუწიათ.
SPUR-ს სენსორების დახმარებით გადაადგილება და მუშაობა ნებისმიერ განათებაში შეუძლია. თუმცა, კომპანიას რობოტის შესახებ დეტალები არ გაუმჟღავნებია. ჩვენ არ ვიცით ის ავტონომიურია თუ დისტანციურად იმართება. ასევე უცნობია ვისი შეკვეთით დამზადდა რობოტის პირველი პროტოტიპი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები