საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ფოტოები ყოველთვის თვალწარმტაცია და ჩვენი პლანეტის გასაოცარ პერსპექტივებს გვთავაზობს. თუმცა, მანძილის გამო ამ ფოტოებზე ადამიანების აქტივობა შესამჩნევი არ არის ხოლმე.

NASA-ს ასტრონავტს, მეგან მაკარტურს ძალიან გაუმართლა. ის კანადის ცას იღებდა, როდესაც შესანიშნავი ფოტო გადაიღო. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტოა სადაც კანადის მიწები ჩანს, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით ცაში თვითმფრინავს დაინახავთ.

მაკარტურის თქმით, ფოტო გუშინ, 19:48 GMT დროით, პაკოვსკის ტბის თავზე გადაიღეს. ცნობისმოყვარე მომხმარებლებმა თვითმფრინავიც გამოარკვიეს. ეს Atlas Air Cargo-ა, რომელიც ალასკადან მაიამიში მიფრინავს.

მაკარტური საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-სა და SpaceX-ის Crew-2 მისიის ფარგლებში მოღვაწეობს. მისია 2021 წლის აპრილში გაეშვა. მის ტვიტერზე ხშირად შეხვდებით საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებულ დედამიწის გასაოცარ ფოტოებს.