Google მომხმარებლებს ორ ფაქტორიან ავტორიზაციას ავტომატურად გაუაქტიურებს
თუ თვლით, რომ პაროლი საკმარისია თქვენი მოწყობილობის ან ანგარიშის დასაცავად, ცდებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ანგარიშები დამატებითი დაცვის საშუალებებით, მაგალითად ორ ფაქტორიანი ავტორიზაციით (2FA) დაიცვათ, ეს საშუალებას მოგცემთ გაიაროთ დამატებითი ვერიფიკაცია აპლიკაციის ან სხვა მოწყობილობის დახმარებით.
Google ანგარიშების დაცვისთვის მრავალ ხერხს გვთავაზობს, მათ ორ ფაქტორიანი ავტორიზაციის აპლიკაციაც აქვთ, ასევე შესაძლებელია SMS-ით ვერიფიკაციის კოდის მიღებაც, ასევე შესაძლებელია სმარტფონიდან Google-ის აპლიკაციით დადასტურებაც, ეს ყველაფერი ორ ფაქტორიანი ვერიფიკაციის კარგი ალტერნატივებია.
აქამდე, უსაფრთხოების ამ ზომების მიღება ნებაყოფლობით იყო, თუმცა ტექნოლოგიურმა გიგანტმა გადაწყვიტა, რომ ის მომხმარებლებს ავტომატურად ჩაურთოს. წლის ბოლომდე ორ ფაქტორიანი ავტორიზაცია 150 მილიონ მომხმარებელთან გააქტიურდება. Google-მა ამ პროგრამის შესახებ მაისში გვამცნო.
როგორ შევამოწმოთ არის თუ არა 2FA ჩართული:
- შედით თქვენი ანგარიშის Settings-ებში myaccount.google.com-ის ან თქვენი სმარტფონის მეშვეობით
- შედით Security-ში.
- ჩამოსქროლეთ Singning in to Google განყოფილებამდე და შედით 2-Step Verification-ში
- აქ შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ორ ფაქტორიანი ავტორიზაცია, ასევე დაამატოთ ან წაშალოთ სხადასხვა ვერსიები.
გაითვალისწინეთ, რომ კარგი იქნება, თუ ორ ფაქტორიანი ვერიფიკაციის რამდენიმე ხერხს მაინც დააყენებთ, რადგან სხვადასხვა დროს, შესაძლოა, ნებისმიერი გამოგადგეთ.
კომენტარები