Google-მა დააანონსა, რომ წლის მთავარი ფლაგმანები, Pixel 6 და Pixel 6 Pro სულ მალე, Pixel Fall Launch ღონისძიებაზე, 19 ოქტომბერს გამოვა.

ეს Google-ის პირველი ღონისძიება იქნება, სადაც მხოლოდ Pixel-ებს ვიხილავთ. ტექნოლოგიურმა გიგანტმა გადაწყვიტა, რომ ერთი პრეზენტაცია სრულად სმარტფონებს დაუთმოს. ასეთი რამ პირველად ხდება, აქამდე პიქსელბის პრეზენტაციაზე სხვა პროდუქტებსაც ვნახულობდით.

აქვე გეტყვით, რომ Google-მა Android 12 დეველოპერებისთვის ოფიციალურად გაუშვა და თქვა, რომ "სმარტფონებზე განახლებები უახლოეს კვირებში დაიწყება". შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ Android 12-ს პიქსელები ოფიციალურად 19 ოქტომბრიდან მიიღებენ.

Pixel 6 და Pixel 6 Pro გუგლის პირველი სმარტფონები იქნება, რომლებიც Google-ის მიერ შექმნილ Tensor პროცესორებს მიიღებენ. მათ გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება, გუგლის პირველ პროცესორებს მთელი ტექ. ინდუსტრია ელოდება. ასევე, ახალი პიქსელები კამერებისთვის Samsung-ის მიერ დამზადებულ სენსორებს გამოიყენებს.