Canon-მა EOS R სისტემისთვის ორთვალა, 5.2mm f/2.8-იანი ლინზა წარადგინა. ლინზის ორი თვალი ერთმანეთისგან 60mm-ითაა დაშორებული და შექმნილია იმისათვის, რომ კრეატორებს 3D VR ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება შეაძლებინოს.

Canon-ისთვის Oculus Quest 2 პოტენციური მოწყობილობაა, რომლისთვისაც ამ ლინზით შექმნილი კონტენტი იქნება განკუთვნილი. კომპანიის თქმით, ეს არის "მსოფლიოში პირველი ციფრული ურთიერთშენაცვლებადი ლინზა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს სტერეოსკოპული 3D 180° VR გამოსახულება ერთი სენსორის მეშვეობით".

EOS R5-ზე მორგებულ ამ ლინზას შეუძლია 8K ვიდეოს გადაღება. ეს უკანასკნელი ერთადერთი კამერაა (ამ ეტაპზე), რომელთან ერთადაც ლინზას 8K გამოსახულების მიღება შეუძლია. ამასთან, კომპანიამ R5-ისთვის 1.5.0 განახლებაც გამოუშვა, ასევე Premiere Pro-ს პლაგინი და აპლიკაცია EOS VR Utility. Canon ამ კომბინაციას EOS VR System-ს უწოდებს.

Canon-ის ახალი, ორთვალა ლინზა $1,999 ეღირება, EOS R5-ის ფასი კი $3,899-ია. ახალი ლინზა და EOS VR System დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე