6-საათიანი გათიშვის შემდეგ, Facebook ნელ-ნელა ბრუნდება
ისტორიული გლობალური გათიშვის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა, ფეისბუქი ნელ-ნელა გვიბრუნდება. მომხმარებელთა ნაწილი მისი ფუნქციების გამოყენებას უკვე ახერხებს. შეგახსენებთ, რომ ამ 6 საათის განმავლობაში სოციალურ ქსელში შესვლას ვერავინ ახერხებდა, პრობლემა კი, როგორც ექსპერტები ამბობდნენ, DNS-ში იყო.
5 საათის წინ ფეისბუქმა ოფიციალური განცხადება კონკურენტ სოციალურ ქსელზე, ტვიტერზე გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გუნდი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს, ფეისბუქი კი უხერხულობის შექმნისთვის ბოდიშს იხდიდა.
1 საათის წინა ტვიტში კი ფეისბუქის CTO მაიკ შროეფერი აღნიშნავს, რომ ქსელთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდათ, რომლის მოგვარებასაც რაც შეიძლება სწრაფად ცდილობენ. როგორც ჩანს, ამ კუთხით პროგრესი უკვე არის, რადგან მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას უკვე ახერხებენ და როგორც ჩანს, ნელ-ნელა სოციალური ქსელი სრულად დაგვიბრუნდება.
"გულწრფელი ბოდიში ყველას, ვინც დაზარალდა ფეისბუქზე დაფუძნებული სერვისების გათიშვის გამო. ჩვენ ქსელურ პრობლემებთან გვიწევს გამკლავება და გუნდები მაქსიმალურად სწრაფად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად გამართონ და აღადგინონ", — წერს შროეფერი.
კომენტარები