1996-2012 წლებში დაბადებულ ადამიანებს თაობა Z-ს გვეძახიან. წლები ქვეყნებისა და კულტურების მიხედვით იცვლება, მაგრამ უცვლელია ის ღირებულებები და ტენდენციები, რომლებიც ჩვენი თაობის ყველა წარმომადგენელს აერთიანებს.

თაობა Z პირველი თაობაა, რომელიც გაჯეტებით სავსე სამყაროში გაიზარდა და ზოგიერთ ჩვენგანს არც კი ახსოვს ის დრო, როცა ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ყველაფერ ციფრულს ვანიჭებთ უპირატესობას — ჩვენ ველით, რომ რეალურ სამყაროშიც ყველაფერი ისეთი მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ეს ციფრულშია. ჩვენ არც იმის სურვილი და დრო გვაქვს, ველოდოთ ბიუროკრატიული საკითხების გადაწყვეტას — თაობა Z-ისთვის მთავარია ყველაფერზე წვდომა ჰქონდეს აქ და ახლა.

ფოტო: თიბისი

ღირებულებები ვახსენეთ და ალბათ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი თაობა, რომლისთვისაც გარემოს დაცვა, თანასწორობა და თავისუფლება რაღაც უცხო ცნებები კი არა, ცხოვრებისეული ღირებულებებია. ჩვენ გვიყვარს თავისუფლად ჩაცმა, გეიმინგი, სკეიტბორდი, მუსიკა, ზრუნვა მენტალურ ჯანმრთელობაზე. თანატოლები ალბათ იმაშიც დამეთანხმებიან, რომ ჩვენი თაობის სურვილია, სხვებიც გვისმენდნენ, ჩვენს აზრებსა თუ საჭიროებებს ითვალისწინებდნენ...

ეს კარგად ესმის თიბისის, რომელმაც აქ, ახლა, გადაწყვიტა თაობა Z-ისთვის მხარი დაეჭირა, ჩვენი სურვილებისთვის მოესმინა და ჩვენზე ეზრუნა. მან ახალი ქვებრენდი, თიბისი Z შექმნა, რომელიც უამრავ სიახლეს და შესაძლებლობას გვპირდება.

ფოტო: თიბისი Z

რატომ შეიქმნა თიბისი Z?

ფოტო: თიბისი Z

"ქვეყნის მომავალი ამ თაობაშია. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბრენდი, რომელიც თაობა Z-ის მხარდამჭერი იქნებოდა ყველა მიმართულებით. გვინდა ეს ბრენდი მათ ყოველდღიურობაზე იყოს მორგებული, გვინდა ვუთხრათ მათ, რომ იქ ვიქნებით, სადაც თაობა Z-ია, იმ საკითხებში დავუჭერთ მხარს, რაც მათ აინტერესებთ, იქნება ეს მუსიკა, ხელოვნება, გარემოზე ზრუნვა, განათლება, გეიმინგი, ურბანული კულტურა თუ სხვა", — გვიყვება ტატო ნორაკიძე, თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგის ლიდერი.

აქამდე თიბისი ახალგაზრდულ პროექტებს TBC for Youth-ის ფარგლებში აკეთებდა, თუმცა ახლა გადაწყვიტეს ფოკუსირებულად თაობა Z-ისთვის ამ ახალი ბრენდის ქვეშ იმუშაონ. ამისათვის თიბისი სხვადასხვა "სივრცეს" და შესაძლებლობებს გააჩენს იმის მიხედვით, თუ ვის რა აინტერესებს — გეიმერებს - გეიმინგ პლატფორმა და შეთავაზებები ექნებათ, მუსიკოსებს - მუსიკალური და სხვა.

ფოტო: თიბისი Z



"გვინდა, თიბისი Z ჩამოყალიბდეს, როგორც ახალგაზრდა თაობის უპირობო მხარდამჭერი", — ამბობს ტატო და იმასაც აღნიშნავს, რომ თიბისი Z მუდმივად განვითარდება.

ტატოს თქმით, ამ ბრენდს ყველაზე მეტად ის გულწრფელობა გამოარჩევს, რაც ზოგადად თაობა Z-ს ახასიათებს — "არ გვინდოდა, ხელოვნურად წაგვემართა პროცესი, არამედ თვითონ ახალგაზრდებს მოვრგებოდით და მოგვესმინა მათთვის. გვინდა, რომ მათი ყოველდღიურობის ნაწილი გავხდეთ და ყველანაირად დავეხმაროთ."

თიბისი Z ერთი მხრივ ჩვენს თაობას ჩვენი ყოველდღიური მისწრაფებების რეალობად ქცევაში დაეხმარება, მეორე მხრივ კი სხვადასხვა პროდუქტს შემოგვთავაზებს.

გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახალი თაობის უპირობო მხარდამჭერი იქნებოდა.

პროდუქტები

ფოტო: თიბისი Z

თაობა Z-ის წარმომადგენლები ყველაზე მეტად გულწრფელობას და სწორ კომუნიკაციას ვაფასებთ — სწორედ ეს გზა აირჩია თიბისიმ ახალი ბრენდის სახით სახით. იგი თაობა Z-ს ზუსტად მათზე გათვლილ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს:

მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე Z ბარათები შეიქმნა — თუმცა, აქ განსაკუთრებული დეტალი ისაა, რომ ბარათები 5 ფერშია ხელმისაწვდომი, რითაც მისი მფლობელის ინდივიდუალიზმს კიდევ უფრო მეტად ესმევა ხაზი. თუ უკვე გაქვს სტუდენტის და მოსწავლის ბარათი, შეგიძლია უფასოდ განაახლო და აიღო Z ბარათი. Z ბარათები 6-17 წლის მოსწავლეებსა და 18-23 წლის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

ფოტო: თიბისი Z

მობაილ/ინტერნეტ ბანკი უფასოა — ჩვენთვის, თაობა Z-ისთვის მნიშვნელოვანია მუდმივად კავშირზე ყოფნა და ეს აუცილებლად ციფრულ სამყაროში, გამარტივებული სახით უნდა ხდებოდეს, რისთვისაც მობაილ/ინტერნეტ ბანკი ზედგამოჭრილია.

არ გაქვს წლიური საკომოსიო/თანხის განაღდების საკომისიო — თაობა Z-ისთვის ესეც კიდევ ერთი დეტალია, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა ამ თაობის წარმომადგენლებისთვის ეს კიდევ ერთი შეღავათია. ამავდროულად, ბარათის დამზადება და აღება სრულიად უფასოა.

გადაიხდი ტრანსპორტის ღირებულებას — აუცილებელი არაა რამდენიმე ბარათის თან ტარება, როცა Z ბარათი ამ ფუნქციასაც მშვენივრად ითავსებს.

შეთავაზებები — Z ბარათს ყველაფერთან ერთად შთამბეჭდავი შეთავაზებებიც მოჰყვება, რისი საშუალებითაც არა მარტო საკვებ თუ გასართობ ობიექტებში, არამედ ტრანსპორტშიც კი დავზოგავთ ფულს. ასევე ნებისმიერ გეიმინგ პლატფორმაზე გადახდისას მომენტალურად გვიბრუნდება თანხის 20% ანგარიშზე.


თიბისი Z ახალგაზრდა თაობას მათზე მორგებულ საბანკო სერვისების ნაკრებს, შეთავაზებებს და უპირობო მხარდაჭერას ჰპირდება.

მოსწავლისა და სტუდენტის ნაკრების გამოწერა შეგიძლია აქ: www.TBCZ.ge