Google Maps-ით ამიერიდან ხანძრების ხილვასაც შეძლებთ
როგორც ამას პირველად არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ პაინმა უწოდა, "პიროცენის" ერაში ვცხოვრობთ, კაცობრიობა კი საჭმლის მომზადების შესწავლიდან პლანეტის გადაწვაზე გადავიდა.
გუგლმა ახლახან იდეალური ხელსაწყო წარმოგვიდგინა, რომლის მიზანია, ცეცხლოვან ერაში მცხოვრებთ გადაადგილებაში დაგვეხმაროს. Gizmodo-ს უწყებით, Google Maps-ს ახალი შრე დაემატება. იგი გვიჩვენებს, იწვის თუ არა კონკრეტულ მომენტში ჩვენი დანიშნულების ადგილი, მარშრუტი ან გარემომცველი ტერიტორია. სამწუხაროა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანძარია ამჟამად ამერიკის დასავლეთ ნაწილში, შეიძლება, ხელსაწყო ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდეს გამოსადეგი.
როგორც Google Earth & Earth Engine-ის დირექტორის, რებეკა მურის, ბლოგპოსტი იუწყება, ახალი შრე, სავარაუდოდ, ამ კვირაში ჩაეშვება. ამასთანავე, გლობალურ ვერსიაში განახლებად ინფორმაციასაც შევხვდებით იმ უდიდესი ხანძრების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან ევაკუაციას საჭიროებენ.
ეროვნული საუწყებათაშორისო სახანძრო ცენტრის დამატებითი მონაცემების წყალობით, შეერთებულ შტატებში არსებული ხანძრების შესახებ მეტი დეტალი იქნება ხელმისაწვდომი. გუგლი იმედოვნებს, რომ უფრო საფუძვლიან მონაცემებს სხვა ქვეყნებისთვისაც დაამატებენ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
როდესაც ახალი შრე ამოქმედდება, შესაძლოა, იგი ტყის ხანძრებისადმი მიდრეკილ ან ჯერაც ხანძრიან ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრები ადამიანებისათვის უაღრესად ღირებული აღმოჩნდეს. ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება — როგორც Gizmodo აღნიშნავს, ზოგიერთ მათგანს 24 კმ/სთ სიჩქარისთვისაც მიუღწევია.
საფრთხე მით უფრო ხშირად იჩენს თავს, მარტივად ხელმისაწვდომმა განახლებებმა კი შესაძლოა, არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.
კომენტარები