კლიმატის ცვლილება ბევრ ჩვენგანს ადარდებს და როდესაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ პირველ რიგში ახლანდელი მოვლენები გვიდგება თვალწინ. ქარიშხლები, გვალვები, წყალდიდობები, გამდნარი ყინულის მასები, ეს ის ყველაფერია რაც ჩვენ თვალწინაა, ამის შემდეგ კი გვახსენდება თუ რა იქნება 50 ან 100 წლის შემდეგ.

თუმცა, თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, დედამიწა შესაძლოა სრულიად უსახურ ქმნილებად იქცეს.

2500 წლისთვის ამაზონი სრულად განადგურებული, გავერანებული ტერიტორია იქნება, თუმცა შეერთებული შტატების ცენტრალური ნაწილი შესაძლოა ტროპიკულ ჯუნგლებად იქცეს.

ასეთი უცნაური კვლევა კანადელმა და ბრიტანულმა უნივერსიტეტებმა Global Change Biology-ში განოაქვეყნეს. ეს კვლევა საკმაოდ ამაღელვებელია და თუ ადამიანების ქცევასა და ზოგად ტრენდს გავითვალისწინებთ, მაშინ ასეთი რეალობა შეიძლება მართლაც დადგეს, მაგრამ კვლევის სიზუსტე საეჭვოა, რადგან რა იქნევა 500 წლიე შემდეგ, ამის დადგენა ზუსტად შეუძლებელია.