ჩინეთმა კრიპტო ტრანზაქციები სრულად აკრძალა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ჩინეთმა თავის საზღვრებში ყველანაირი კრიპტოცალუტის ტრანზაქცია და მათთან დაკავშირებული სხვა აქტივობა აკრძალა — ამ ამბის გავრცელებამ ბიტკოინის ფასის დროებითი, თუმცა მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბიტკოინის ფასი 45 000 დოლარიდან 41 000-მდე დაეცა.
ინფორმაცია ახალი აკრძალვის შესახებ ჩინეთის სახალხო ბანკმა თავისი საიტის მეშვეობით გაავრცელა.
"ასევე იკრძალება ყველა უცხოური წყარო, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიძლება კრიპტოვალუტის მიმოცვლისთვის გამოიყენოს" — ვკითხულობთ CNBC-ის მიერ ნათარგმნ სტატიაში
ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ისინი გააუმჯობესებენ თავიანთ სისტემას, რათა უკეთ შეძლონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენა და კონტროლი.
კომენტარები