Apple-ის ღონისძიება ახლა მიმდინარეობს და პირველი პროდუქტი, რომელიც ტექნოლოგიურმა გიგანტმა წარადგინა ახალი iPad-ია, ის აღჭურვილია ახალი A13 Bionic ჩიპსეტით, რომლის პროცესორიცა და ვიდეობარათიც 20%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე წინამორბედის.

გაუმჯობესდა აიპადის კამერებიც, პრეზენტაციაზე ეფლმა აღნიშნა, რომ წინა კამერა ახლა 12 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი სენსორი იქნება. კამერას ექნება Center Stage ფუნქცია, რას იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის კადრის ცენტრში იქნებით და ფოკუსი არასდროს დაიკარგება.

ახალი აიპადი iPad OS 15-ით გამოვა, რაც საუცხოო გამოცდილებას მოგვცემს. ასევე, საგრძნობლად გაუმჯობესდა Apple Pencil-ის შესაძლებლობები.

iPad საკმაოდ იაფი ეღირება, მისი ფასი 299 დოლარიდან დაიწყება.

iPad-ის შემდეგ, ტიმ კუკმა საუბარი iPad Mini-ზე გააგრძელა. როგორც ჩანს, Apple-ს ბევრი სიურპრიზი აქვს. ამ პრეზენტაციაზე ახალ აიპადებს საერთოდ არ ველოდით.

iPad Mini სრულად განახლდება. შეიცვალა დიზაინი, მას დიდი ეკრანი და მცირე ჩარჩოები ექნება. iPad Mini ოთხ ფერში გამოვა. ეკრანის ზომა 8,3 ინჩი იქნება, სიკაშკაშე კი 500 ნიტს შეადგენს.

iPad Mini-ს განბლოკვა ან Apple Pay-თ გადახდა Touch ID-ით იქნება შესაძლებელი.

ახალ აიპად მინის პროცესორი წინამორბედთან შედარებით 40%-ით სწრაფი იქნება, ხოლო ვიდეობარათი 80%-ით. ეს უდიდესი ნახტომია. iPad Mini-ს წარმადობა ფაქტობრივად ორჯერ გაიზრდება.

ერთ-ერთი ყველაზე კარგი სიახლე USB-C იქნება. iPad Mini სწორედ Type C პორტით აღიჭურვება. რატომ არ ქნა იგივე Apple-მა iPad-ის შემთხვევაში გაუგებარია, სადაც ჩვენ ისევ ლაითნინგ პორტი გვხვდება.

iPad Mini-ს კამერებიც განახლდა — მთავარი კამერა 12 მექგაპიქსენიალი f/1,8 კამერა ექნება. იგი Smart HDR-საც მიიღებს. როგორც Apple გვეუბნება, iPad Mini 4K ვიდეოების გადაღებასაც შეძლებს.

წინა კამერა 12 მეგაპიქსელიანი ულტრაფართო იქნება, რომელიც ასევე მიიღებს Center Stage ფუნქციას.

ახალი iPad Mini-ს საწყისი ფასი 499 დოლარი იქნება.