ილონ მასკის თქმით, რობოტებს მათი გარდაუვალი მოახლოების გამო შექმნის
ტესლას გენერალური დირექტორი ილონ მასკი წლების განმავლობაში გვაფრთხილებდა, რომ ხელოვნური ინტელექტი თანდათან ყველას გვიახლოვდება.
"ათი წელია, ამას გავიძახი", — განაცხადა მასკმა შარშან და ისიც დაამატა, რომ Al ბირთვულ ომზე საშიშია. 2017 წელს კი გვითხრა, რომ რა ძალისხმევაც არ უნდა იქნას გაღებული იმისათვის, რომ Al უსაფრთხო გახდეს, წარმატების შანსი მხოლოდ 10 პროცენტია.
ამ ყველაფერს კიდევ უფრო დამაბნეველს ხდის ახალი განაცხადი, რომ ტესლა ჰუმანოიდი რობოტის შექმნას აპირებს. როგორც კომპანიის ერთი თვის წინ AI Day ღონისძიებაზე მილიარდერმა განაცხადა, "ტესლას ბოტი" მეგობრული იქნება.
"Boston Dynamics-ის ვიდეოებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ რობოტები მაინც გვიახლოვდებიან", — განაცხადა მასკმა ტვიტერზე იმ მომხმარებლის საპასუხოდ, რომელიც მასკის ორმაგ სტანდარტებს უსვამდა ხაზს.
Boston Dynamics-მა ახლახან ჰუმანოიდ Atlas რობოტთა წყვილის ვიდეო გაამჟღავნა, სადაც ისინი პარკურის შთამბეჭდავ ტრიუკებს ასრულებენ, რამაც, როგორც ჩანს, მასკზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ვიდეოს პასუხად ტვიტერზე "შთამბეჭდავიც" კი უწოდა.
ასევე იხილეთ: ვიდეო: რობოტმა ატლასმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვერ დადიოდა, პარკური ისწავლა.
"ვერ დავრწმუნდები იმაში, რომ სხვა კომპანიების მიერ დამზადებული რობოტები უსაფრთხოა, თუმცა ტესლაში შემიძლია ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო ამისთვის", — განაცხადა მასკმა დღევანდელ ტვიტში.
არის თუ არა ტესლას რობოტი რეალური პროექტი, რომელსაც კომპანია სერიოზულად მოჰკიდებს ხელს, კვლავაც უცნობია. ამასთანავე, ამჟამად ტესლას ბოტის მხოლოდ მოდელი გვაქვს ნანახი კომპანიის ღონისძიებაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასკი ტვიტში თავის სტარტაპ Neuralink-ის მისიად შემდეგ გამონათქვმას წარმოადგენს — "თუ ვერ ამარცხებ, შეუერთდი".
კომენტარები