Reddit-მა ანტივაქსერული საბრედიტი r/NoNewNormal დაბლოკა. ამასთანავე, "კარანტინში" მოხვდა კიდევ სხვა 54 საბრედიტი, რომლებიც კორონავირუსის არსებობას უარყოფდნენ. გასულ კვირას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის პოსტში განაცხადა, რომ რედიტი არის ადგილი სადაც საუბარი შესაძლებელია ყველაფერზე, მათ შორის ისეთ იდეებზეც, რომლებიც საყოველთაო კონსესუსს სცდება. დღევანდელ პოსტში, კომპანიამ უკეთ განმარტა თავისი წესები და მიანიშნა, რომ ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული დეზინფომრაციის გავრცელება პლატფორმაზე დაუშვებელია.

NoNewNormal რედიტის მომხმარებლების მიერ შემჩნეული იყო დეზინფორმაციის გავრცელებაში. ასევე, ისინი მასირებულად შედიოდნენ სხვა საბრედიტებზე, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით დისკუსიები იმართებოდა და პროვაქსერებს ჯანსაღ საუბარში უშლიდნენ ხელს. Reddit-ის უსაფრთხოების სამსახურის თქით, NoNewNormal-ს ასეთი 80-მდე დაჯგუფება ჰყავდა. საბრედიტის შემქნელები საიტმა ერთხელ უკვე გააფრთხილა და გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის გამო მათ ბანი დაედოთ.

დანარჩენი 54 საბრედიტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საიტმა კარანტინში მოაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე შესვლის დროს მომხმარებელს გამაფრთხილებელი ფანჯარა ამოუხტება. რედიტი ამ საბრედიტების პოტენციურ ვიზიტორებს აფრთხილებს, რომ სამედიცინო რჩევების მიღება ექიმებისაგან ჯობია ვიდრე ფორუმის წევრებისგან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე