ტეხასის ყაზარმები 3D პრინტერით შექმნილი ყველაზე დიდი ნაგებობებია
ბოლო დეკადაში 3D პრინტერები სულ უფრო მეტად პოპულარული გახდა და მათი შესაძლებლობებიც გაიზარდა. დღეს 3D პრინტერების შენობების დაპრინტვაც აღარ წარმოადგენს პრობლემას. ზოგიერთი ქვეყანა უკვე სკოლებსა და ხიდებსაც კი პრინტავს.
ტექნოლოგიურ განვითარებას არც ამერიკის არმია ჩამორჩენილა. მათ ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დიდი, 3D პრინტერზე შექმნილი დაწესებულება დადგეს. ეს Camp Swift-ის ყაზარმები იქნება, ტეხასის შტატში.
Logan Architecture-ის მიერ შექმნილ შენობაზე Icon-მა Vulcan-ის სამშენებლო სისტემით იმუშავა.
353 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ყაზარმები 72 სამხედრო სტაჟიორს დაიტევს.
"გვარდიელები მთელი ტეხასიდან მოხვდებიან Camp Swift-ზე გადამზდებებისა და წვრთნისათვის", — აცხადებს კოლ ზებადიაჰ მილერი, ტეხასის სამხედრო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
მილერის აზრით შენობები ათწლეულები გაძლებენ, რადგან მათი შექმნის მიზეზი დროებითი არ არის.
Icon ასეთი შენობების შესაქმნელად თავის დაპატენტებულ კონსტრუქციებს იყენებს. ახალი თაობის Vulcan პრინტერით კომპანიამ ყველას დაუმტკიცა, რომ მათ შეუძლიათ შექმნან სანდო კონსტრუქციები ამერიკის არმიისთვის უმოკლეს დროში. ამ ტექნოლოგიას ამჟამად სწორედ ჯარისთვის გამოიყენებენ, რათა შეიქმნას სამხედროებზე გათვლილი დაწესებულებეი სწრაფად, სამშენებლო რისკების გარეშე, რაც ასევე დიდი თანხების დაზოგვას უკავშირდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები