YouTube-მა კორონავირუსთან დაკავშირებული 1 მილიონი დეზინფორმაციული ვიდეო წაშალა
YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნეალ მაჰონის თქმით, კომპანიამ, 2020 წლის თებერვლის შემდეგ, COVID-19-თან დაკავშირებული მილიონი საშიში ვიდეო წაშალა, რომლებიც ვირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას შეიცავდნენ.
ნეალმა ბლოგ პოსტით გაგვიზიარა სტატისტიკა იმის შესახებ, თუ როგორ უდგება YouTube დეზინფორმაციას თავის პლატფორმაზე.
"დეზინფორმაციის გავრცელების სისწრაფე იზრდება და ის უფრო მეინსტრიმული ხდება. ისინი აღარ მიემართებიან კონკრეტულ ჯგუფებს, როგორც ეს მაგალითად ჰოლოკოსტის უარმყოფელების ან 9-11-ის კონსპიროლოგების შემთხვევაში ხდებოდა. დეზინფორმაცია ახლა ფართო მასებში ვრცელდება და ყველას ეხება, ეს პროცესს კი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს" — ამბობს ნეალ მაჰონი ბლოგში
ამასთანავე, ნეალი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა, დეზინფორმაციული კონტენტი YouTube-ის ძალიან მცირე ნაწილს იკავებს.
"დეზინფორმაციული ვიდეოები YouTube-ის მილიარდობით ვიდეოს შორის ძალიან ცოტაა. მათი წილი დაახლოებით 0.16-0.18 პროცენტია", — წერს მაჰონი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ყოველ კვარტალში იუთუბი 10 მილიონამდე ვიდეოს შლის, რომელთა უმრავლესობასაც 10 ნახვაც კი არ აქვს
ასეთივე არგუმენტი სულ ცოტა ხნის წინ Facebook-მაც მოიყვანა. სოციალურმა მედიამ გასულ კვირას ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებდით, რომ პლატფორმაზე ნანახი პოსტების უმეტესობა მიმები და არაპოლიტიკური კონტენტია. Facebook ძალიან ბევრმა გააკრიტიკა იმისათვის, რომ ისინი COVID 19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციას არასათანადოდ ებრძვიან, თუმცა კომპანიამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთი კონტენტი მომხმარებლების უმეტესობამდე ვერ აღწევს და მათ სოციალურ ქსელში მყოფი პირების ძალიან მცირე ნაწილი ხედავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები