ასტრონავტები შეშფოთებულები არიან — დედამიწის ხანძრები უკვე კოსმოსიდანაც ჩანს
ახალი არაა, რომ წლევანდელმა ზაფხულმა დედამიწის არაერთ წერტილში ტემპერატურული რეკორდები მოხსნა. სულ ცოტა ხნის წინ, კანადაში 49.6 გრადუსი დაფიქსირდა. ხანძრები მოედო აშშ-საც. ორიოდე კვირის წინ ხანძრებმა გავრცელება ევროპის ტერიტორიაზეც დაიწყო. ალბათ კარგად ნახეთ რა დაემართა თურქეთსაც.
ასევე გუშინ, სიცილიაზე ევროპის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი 48.8 გრადუსი დაფიქსირდა.
ზოგმა ხანძარმა იმხელა მასშტაბებს მიაღწია, რომ მათი დანახვა უკვე კოსმოსიდანაც შეიძლება, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ შემაძრწუნებლად ჟღერს.
Insider-თან საუბრისას, NASA-ს ასტრონავტმა, მეგან მაკარტურმა აღწერა ის სასტიკი გამოცდილება, რაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადამწვარი დედამიწის ყურებაა.
"ჩვენ ძალიან შეცბუნებულები ვიყავით ხანძრების დანახვით, რომლებმაც არამხოლოდ აშშ, არამედ დედამიწის დიდი ნაწილი მოიცვა" — განაცხადა მაკარტურმა გამოცემასთან საუბრისას.
ამ ზაფხულს დედამიწაზე ხანძრები განსაკუთრებულად გამრავლდა. ციმბირში დაახლოებით 40 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია იწვის. ხანძრებია საბერძნეთშიც, ესპანეთშიც და ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები