Straship-ის თითოეული ხომალდი მარსამდე წასვლას ათჯერ შეძლებს — ილონ მასკი
ილონ მასკის თქმით, SpaceX-ის Starship რაკეტას მარსზე გამგზავრება არა ერთხელ, არამედ დაახლოებით ათჯერ შეუძლია.
Tesla-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მრავალჯერადი გამოყენების მძიმე გამშვები მოწყობილობის შესახებ შაბათს ტვიტერზე იტრაბახა და თქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს უფრო ეკონომიური მისიების გაშვებას როგორც მთვარეზე, ასევე მარსზე.
"Starship დედამიწის ორბიტის ან მთვარის მისიებისთვის საკმაოდ ეკონომიური ხომალდი იქნება", — დატვიტა მასკმა. "რაც შეეხება წითელ პლანეტას, იქიდან გამომდინარე, რომ მარსი და დედამიწა 26 თვეში ერთხელ უახლოვდებიან, ხომალდის თავიდან გამოყენება მისი 25-30 წლიანი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ათჯერ იქნება შესაძლებელი".
თუმცა, რეალურად რა რაოდენობის ფინანსების დაზოგვა იქნება შესაძლებელი Starship-ის საშუალებით? თუ მასკის წარსულ კომენტარებს დავუჯერებთ, საკმაოდ ბევრის.
მეტიც, SpaceX-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ Starship-ის გაშვებაში იმის 1.3% დაიხარჯება, რასაც ამჟამად NASA ხარჯავს იგივე მისიებისთვის.
"თუ ხომალდის მოქმედების ხარჯებსაც გავითვალიწსინებთ, დანაზოგი დაახლოებით 2 მილიონი დოლარი იქნება", — განაცხადა მასკმა 2019 წელს Space.com-ის მიხედვით.
რაკეტების ხელახლა გამოყენება არამხოლოდ დაეხმარება NASA-ს ფინანსების დაზოგვაში, ასევე საშუალებას მისცემს სააგენტოს, რომ რესურსები სხვა მნიშვნელოვანი პრეოქტებისკენ მიმართოს.
კომენტარები