SpaceX ცაზე სარეკლამო სატელიტების გაშვებას გეგმავს — გადახდა DOGE-ით მოხდება
ღამის ცაზე, სატელიტური რეკლამების გასაშვებად, SpaceX კანადურ ტექნოლოგიურ სტარტაპთან თანამშრომლობს.
Insider-თან საუბრისას, სამუელ რეიდმა, Geometric Energy Corporation-ის (GEC) თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ SpaceX-თან ერთად, რათა გაუშვან სატელიტები, ცაზე რეკლამების გასაშვებად. სატელიტებს CubeSat ერქმევა და მის ერთ მხარეს მასიური ეკრანი დაიკავებს, სადაც კომპანიები თავიანთი რეკლამების გაგზავნას შეძლებენ.
"აუცილებლად გამოჩნდებიან კომპანიები, რომლებსაც ცაზე თავიანთი ლოგოების გამოსახვა მოუნდებათ, ან შეიძლება მათ მეტი კრეატივიც გამოიჩინონ. შესაძლოა კოკა-კოლისა და პეპსის ბრძოლაც ვიხილოთ, ცაზე სარეკლამო ადგილისათვის", — ამბობს რეიდი.
რეკლამის შესყიდვის პროცესი ცოტა კომპლექსური, თუმცა საინტერესოა. როგორც რეიდი ამბობს, მას სურს, რომ რეკლამის შეძენა ყველას შეეძლოს, ამიტომ მისი განთავსება აუქციონის პრინციპით მოხდება.
ასევე, თქვენ 5 დამატებითი ოფციის შეძენის შესაძლებლობა გექნებათ:
- Gamma, რომელიც ეკრანის სიკაშკაშეს განსაზღვრავს;
- Kappa გამოსახულების ფერებზეა პასუხისმგებელი;
- Beta განსაზღვრავს X კოორდინატს;
- Rhoe განსაზღვრავს Y კოორდინატს;
- Xi კი იქნება დრო, რომლის განმავლობაშიც გავა თქვენი რეკლამა ცაზე.
ამ ოფციების შეძენა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი. Reid-ის თქმით, მათ სურთ, რომ ეს კრიპტოვალუტა DOGE კოინი იყოს.
კომენტარები