მასკსა და ბეზოსს ახალი მეტოქე ჰყავთ — პორშე კოსმოსურ რბოლაში ერთვება
მილიარდერი ვარსკვლავების დიდი წარმატების შემდეგ, როგორიცაა ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და რიჩარდ ბრენსონი, Porsche გერმანულ სარაკეტო ბაზა Isar Aerospace-ში გეგმავს ინვესტირებას.
იმ შემთხვევაში, თუ Porsche კოსმოსური რბოლის წარმატებული მონაწილე ვერ გამოდგება, მას მაინც შეუძლია შეიტანოს მოწინავე კოსმოსური ტექნიკა საავტომობილო ინდუსტრიაში, რაც ნამდვილად დიდი უპირატესობა იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ პორშეს სტარტაპი ჯერ მხოლოდ 165 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, მისი ამბიციები იმდენად მაღალია, რომ აპირებს კონკურენცია გაუწიოს ილონ მასკის SpaceX-სა და ჯეფ ბეზოსის Blue Origins-ს.
წელს კომპანიამ დაიწყო რაკეტის, Spectrum-ის 3D ბეჭდვის ტექნიკით აშენება, წარმოების ხარჯების შემცირებისთვის.
ხომალდს აქვს ორეტაპიანი სისტემა, რომელიც შექმნილია მომავალი თანამგზავრული განლაგების ოპტიმიზაციისთვის. ასევე, მას შეუძლია ასწიოს 1000 კილომდე ტვირთი.
დაარსების დღიდან სამი წლის შემდეგ კომპანიამ 180 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მიმდინარე წლის მაისში კომპანია Isar გახდა პირველი ევროპული კომპანია, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან, ESA, რომლის ფარგლებშიც გერმანიამ 13 მილიონი დოლარი გაიღო, ორი თანამგზავრის გასაფრენად.
Spectrum-ის გაშვება 2022 წელს იგეგმება, რის შემდეგაც უფრო კარგად გავიგებთ, თუ რას გვთავაზობს კომპანია.
"ჩენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეფექტური და მოქნილი წვდომა კოსმოსთან ექნება მნიშვნელოვანი ინოვაციურ ინდუსტრიაში, ტექნოლოგიებსა და ბიზნეს მოდელირებაში",— თქვა პორშეს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლიუხ მესკმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო თქვენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები