SpaceX-მა კამერებში არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოფხვრა
რაკეტის აფრენიდან ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი არის მომენტი, როცა რაკეტა დედამიწაზე ეშვება და ზუსტად იმ გემზე ჯდება, რომელიც მას ზღვაში ელოდება. წლების განმავლობაში ამ მომენტის გადაღება ვერ ხერხდებოდა, რადგანაც კამერები რაკეტის დაჯდომამდე იმსხვრეოდა.
საბედნიეროდ, SpaceX-მა გააუმჯობესა კამერა რათა დაეფიქსირებინა დაშვება.
ამისთვის, პირველ რიგში, ინჟინრებმა გაითვალისწინეს რაკეტის შესაძლებლობები გემთან ურთიერთქმედებაში. ეს არის რთული პროცესი, რადგანაც რაკეტა ჰიპერბგერითი სიჩქარით შედის ატმოსფეროში.
ეს იწვევს რაკეტის გარშემო ჰაერის გაცხელებას, რაც ქმნის პლაზმის შრეს, რომელიც ხელს უშლის რაკეტის ფუძესთან კომუნიკაციას. ეს კი სიგნალის გადაცემისას ძლიერ ხმაურს იწვევს.
ვარაუდობენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად SpaceX-მა გადამცემები რაკეტის სხვადასხვა ნაწილში ჩაამონტაჟა. რა დაემართათ რაკეტის დანარჩენ ნაწილებს და როგორ გადაჭრა SpaceX-მა ეს პრობლემები უფრო დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:
კომენტარები