Tesla-ს კონკურენტი გამოუჩნდება — Mersedes-Benz ელექტრო მანქანების წარმოებას იწყებს
Daimler-ის თანახმად, კომპანია Mersedes-Benz-ის წარმოებული ყველა მანქანა, 2025 წლიდან, ელექტრო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ბაზრის ამჟამინდელი ლიდერი ტესლაა, მას ძალიან მალე გამოუჩნდება კონკურენტი, მერსედესის სახით.
Mersedes-Benz-ის თქმით, გეგმა ემყარება 47 მილიარდ დოლარიან ჯამურ ინვესტიციას, რომელიც სიჩქარის განვითარებისა და ბატარეის რვა ქარხნის დამატების კუთხით გაკეთდა.
"ჩვენ ნამდვილად გვინდა ის, რისკენაც მივდივართ... გვინდა ვიყოთ დომინანტები ამ საქმეში, ათწლეულის ბოლოს",— განაცხადა Mersedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლა კალეინუსმა.
აღსანიშნავია, რომ მომავალში Mersedes-Benz და Tesla არ იქნებიან ელექტრო მანქანების ერთადერთი მსხვილი მწარმოებლები. კომპანია Jaguar ასეთი მანქანების წარმოებას 2025 წლიდან აპირებს, ხოლო კომპანიების — Volvo და Cadillac გადაწყვეტილებით, 2030 წელს ისინიც გამოუშვებენ ასეთ მანქანებს. General Motors-იც არაა შორს თავისი გეგმისგან და 2035 წელს სრულად გადავა ელექტრო მანქანების წარმოებაზე.
კანადასა და ნორვეგიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2030 წელს შეუერთდნენ ბრიტანეთს და უახლოეს მომავალში სრულად აკრძალონ შიდა წვის ძრავიანი მანქანები.
2020 წლის მონაცემებით, აშშ-ში რეგისტრირებულია თითქმის 1,8 მილიონი ელექტრო მანქანა, რაც 2016 წლის მონაცემებზე სამჯერ მეტია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები