მასკის თქმით, Tesla ბიტკოინს გადახდის საშუალებად კვლავ მიიღებს
Tesla-ს ავტომობილების ბიტკოინის საშუალებით შეძენა სავარაუდოდ კვლავ შესაძლებელი იქნება
"როგორც ჩანს, ბიტკოინი განახლებადი ენერეგიისაკენ მიიწევს და ყველა ქვანახშირზე მომუშვე სადგური, რომლის გამომუშავებულ ელექტროენრეგიას მაინერები იყენებდნენ იხურება, განსაკუთრებთ კი ეს ჩინეთში აღინიშნება", — განაცხადა Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა B-Word-ის კონფერენციაზე, რომელსაც კრიპტო ინოვაციების საბჭომ უმასპინძლა.
თუ მაინერების მიერ განახლებადი ენერგიის მოხმარება 50%-ზე მეტი იქნება მასკი თვლის, რომ Tesla კიდევ ერთხელ მიიღებს კრიპტოვალუტას.
აღსანიშნავია ისიც რომ კონფერენციაზე მასკის წარმოთქმული სიტყვის შემდეგ ბიტკოინის ფასმა 8%-ით მოიმატა და დაახლოებით 32 000$ შეადგინა, ხოლო ეთერიუმის ღირებულება კი 11,6%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2000$ გახდა. ამასობაში Reuters-ის ანგარიშის თანახმად, Tesla-ს აქციბმა 0,8%-ით დაიკლო და ახლა მისი ღირებულება 655 $-ია.
"Tesla-ს მისია მდგრადი ენერგიის მოპოვების დაჩქარებაა", — დაამატა მასკმა
როგორც ჩანს, კლიმატური პრობლემების გამო უარყოფილი ბიტკოინი Tesla-ს გადახდის საშუალებად კვლავ ბრუნდება.
ასევე იხილეთ:
- Tesla-ს ბიტკოინში ვეღარ იყიდით — გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილების პრობლემებს უკავშირდება
- Tesla-მ 1,5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა და მისი ავტომობილების შეძენა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი
თუ დაინტერესებული ხართ მსგავსი თემებით და გინდათ მეტი გაიგოთ მათ შესახებ შემოგვიერთდით ჯგუფში- Tech Talk - ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები