Tesla-მ 1,5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა და მისი ავტომობილების შეძენა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი
ილონ მასკის კომპანიამ, ტესლამ, 1,5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა და განაცხადა, რომ სამომავლოდ მისი ავტომობილების ყიდვა ბიტკოინის მეშვვეობითაც იქნება შესაძლებელი.
სიახლის გავრცელებამ ბიტკოინის ფასის ზრდა გამოიწვია, ერთ ღამეში მისმაა ფასმა 17%-ით მოიმატა და ახალ უმაღლეს ნიშნულს — 44 220 დოლარს მიაღწია.
ტესლამ ამ გზით ჭარბი აქტივების დივერსიფიკაცია მოახდინა, მოგების მაქსიმიზაციის მიზნით.
ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, მასკმა თავის ტვიტერის ექაუნთის აღწერაში #Bitcoin-იც კი ჩაიწერა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ის კრიპტოვალუტას სერიოზულად უყურებს.
ანალიტიკოსების თქმით, ტესლას ეს ნაბიჯი კრიპტოსამყაროსთვის დიდ ცვლილებებს და ძვრებს მოიტანს. ამ ეტაპზე კი კრიპტოვალუტის ფასი დრამატულად გაიზარდა და მისმა საერთო კაპიტალიზაციამ კი რუსულ რუბლსაც გადაასწრო.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამხელა გავლენის მქონე კომპანიისგან ასეთი ნაბიჯი ცოტათი მოულოდნელი იყო და შეიძლება ამან ჯაჭვური რეაქცია მოგვცეს. უკვე დაწყებულია საუბარი იმაზე, რომ იგივე სახის ინვესტიციას მალე Apple-იც განახორციელებს, თუმცა ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს.
კომენტარები