ბიტკოინის ღირებულება კვლავ 30 000$-ის ქვემოთ დაეცა
CNN-ის ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 6%-ით დაეცა. 21 ივლისის მონაცემებით 1 ბიტკოინის ფასი დაახლოებით 30 000$-ია. ვარდნას განიცდის ასევე სხვა კრიპტოვალუტები: ეთერიუმი და დოჯქოინი.
ბიტკოინს წელს ძალიან ცუდი წელი ჰქონდა გაზაფხულის რეკორდული მაჩვენებლის (64 000$) შემდეგ მისი ფასი განახევრდა. ყველაფერი ეს ბადებს კითხვებს მისი გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ.
წლევანდელი კრახი ნაწილობრივ ჩინეთის მთავრობის მიერ მაინერების დარბევით და ამასთანავე Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის ქმედების გამოა გამოწვეული. ავტომობილების წარმატებულმა კომპანიამ ჯერ მიიღო ბიტკოინი როგორც გადახდის საშუალება, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება რამდენიმე თვეშივე შეცვალა.
ასევე, საკითხავია ისიც უვნებლად გადარჩება თუ არა ბიტკოინი COVID-19-თან შემდეგ რაუნდში. მოკლედ, ბიტკოინს საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი მალე დასტაბილურდება.
ასევე იხილეთ:
კომენტარები