ამაზონის ტყის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია ფერხდება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ძლიერმა გვალვამ და ტყის ხანძრებმა მილიარდობით ხე და მცენარე გაანადგურა, რის გამოც მსოფლიოს უდიდესი ნახშირბადის ავზი დაბინძურების არედ იქცა.
2015-16 წლებში El Nino-ს მიერ გამოწვეულმა გვალვამ და მასთან დაკავშირებულმა ხანძარმა დაახლოებით 3 მილიარდი ხე გადაწვა და 495 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფას შეუწყო ხელი.
მეცნიერების თქმით, ჩვეულებრივ ვითარებაში ამაზონის ტყე არ იწვის, მისი მაღალი ტენიანობის გამო, თუმცა ძლიერმა გვალვამ ხელი შეუწყო ტერიტორიების გამოშრობას.
კლიმატის პროგნოზების თანახმად, ექსტრემალური გვალვა მომავალში უფრო გავრცელებული და ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. თუმცა გვალვაც რომ არა, აქამდე ამაზონის ტროპიკულ ტყეზე წლების განმავლობაში ადამიანის ზემოქმედების რიცხვიც ძალიან მაღალი იყო.
კვლევების შედეგად, რომელიც ლანკასტერის და ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრაზილიის სოფლის სამეურნეო კორპორაციის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ, დადგინდა, რომ El Nino-ს შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ისევ მიმდინარეობდა ზემოქმედება ტყეზე, დიდი რაოდენობით CO2-ის გამოყოფით.
ამაზონის ტყეზე ცუდი ზემოქმედება გვალვისა და ხანძრების გამო, ბრაზილიაში, ტაპაისუს რეგიონში, უფრო მეტი იყო, ვიდრე სამ წელიწადში უკანონოდ მოჩეხილი ხეების. სამი წლის შემდეგ გამონაბოლქვის მხოლოდ 37%-ის ხელახლა შეწოვა მოახერხეს მცენარეებმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამაზონის სასიცოცხლო ფუნქცია ფერხდება და წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
"ჩვენი კვლევა ხაზს უსვამს ხანძრის მიერ გამოწვეულ, უკიდურესად მძიმე შედეგებს", — თქვა ლანკასტერის და ოქსფორიდ უნივერსიტეტების მოხსენების მთავარმა ავტორმა, დოქტორმა ერიკა ბერენგუერმა.
კვლევის შედეგად დადგინდა ისიც, რომ ადამიანის ყოველდღიური ზემოქმედება არაფრით ჩამორჩება ხანძრების მიერ მიყენებულ ზარალს. პატარა ხეები, თხელი ქერქით, უფრო მეტად არიან მსხვერპლი, როგორც ხანძრის, ასევე ადამიანის.
მილიარდობით ხიდან, რომლებიც ძლიერი ხანძრის დროს დაიწვა, 447 მილიონი დიდი ხე იყო, ხოლო 2.5 მილიარდი პატარა.
ამ ყველა დასკვნის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძრებმა და გვალვებმა შეიძლება უფრო ნაკლებად დააზარალოს ტყე, ვიდრე ადამიანის გაუაზრებელმა და ყოველდღიურმა ზემოქმედებამ.
"შედეგები ხაზს უსვამს სხვადასხვა სახის მოქმედების საჭიროებებს, საერთაშორისო დონეზე, ჩვენ გვჭირდება კლიმატის მოსაგვარებლად ნაბიჯის გადადგმა. ამ ნაბიჯმა კი უნდა გადაარჩინოს ხეები უარყოფითი ზემოქმედებისგან", — განმარტავს პროფესორი ჯოს ბარლოუ, ლანკასტერის უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები