Windows 10 21H2 იქნება Windows 10-ის შემდეგი დიდი განახლება
Microsoft-მა გაასაჯაროვა Windows 10 21H2, რომელიც წელს Windows 10-ის მეორე განახლებაა.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, განახლებები აისახება 1.3 მილიარდ მოწყობილობაზე, რომლებიც Windows 10-ზე მუშაობს. Microsoft გვპირდება, რომ ეს "ხელს შეუწყობს ადამიანების და ორგანიზაციების პროდუქტიულობასა და უსაფრთხოების გაძლიერებას". განახლება გამოვა Windows 11-ის პარალელურად, ეს კი მიუთითებს Microsoft-ის გეგმაზე, რომ ის Windows 10-ის განვითარებას 2025 წლამდე აპირებს.
Windows 10-ის ვერსია 21H2 აგრძელებს და ჰგავს Windows 10-ის 2021 წლის მაისის განახლებას. არ ველით დიდ განახლებებს ან პრობლემების აღმოფხვრას, რადგანაც ახლა მხოლოდ 3 ახალი ფუნქციაა ამ განახლებაში, რომლებიც ორიენტირებულია პროდუქტიულობაზე, დაცულობასა და მენეჯმენტზე.
"დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ Windows 10-ის განახლებას: Windows 10-ის ვერსიას 21H2. Windows დიდ როლს ასრულებს ადამიანების ცხოვრებაში მაშინ, როცა მუშაობენ, სწავლობენ ან ერთობიან ჰიბრიდულ და დისტანციურ გარემოში", — თქვა ჯონ კაბელმა ვიცე-პრეზიდენტმა Microsoft-ის პროგრამულ მენეჯმენტსა და Windows-ის გზავნილებსა და მომსახურებაში.
Microsoft Windows 10 21H1-ს ისეთივე მეთოდებით გამოაქვეყნებს, როგორებიც წინა განახლებისას იყო. თუ ახლახანს დაიწყე Windows 10-ის გამოყენება, განახლება წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი და ისე დაინსტალირდება, როგორც დაცვის პაჩი. ინსტალაციას არ დასჭირდება დიდი დრო, თუ გაქვს Windows 10-ის ბოლო განახლება.
Windows 10 21H2 პირველად Windows Insider-ის პროგრამით დაიტესტება. Microsoft მის პირველ ვერსიას გამოაქვეყნებს Release Preview channel-ზე, მაგრამ მათ მხოლოდ beta ვერსიაზე შეგეძლებათ გადასვლა ვერ დააყენებთ Windows 11-ს. თუმცა ახალი ფუნქციები მაშინვე არ იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარები