მესენჯერს ხმოვანი სტიკერები დაემატა – ნახეთ, როგორ გაგზავნოთ
მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს Messenger-ით. ყოველდღე ამ აპლიკაციით 2,4 მილიარდზე მეტ შეტყობინებას სტიკერებით, ანუ Emoji-ით გზავნიან. ეს სტიკერები მესენჯერის ჩეთებს ფერს და ენერგიას მატებს. ხშირ შემთხვევაში ემოციით გამოვხატავთ იმას, რასაც სიტყვით ვერ ვამბობთ.
წარმოიდგინეთ, თქვენს Emoji-ს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რა ხმებს გამოსცემდნენ ისინი? 17 ივლისის აღსანიშნავად, რომელიც Emoji-ს მსოფლიო დღეა, მესენჯერში დაემატა ახალი ფუნქცია, Soundemoji.
ესაა ახალი სახის სტიკერი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოკლე ხმოვანი შეტყობინებები გავგზავნოთ მესენჯერის ჩეთში.
ახალი ფუნქციის გამოყენება ძალიან მარტივია. Soundemoji-ის სანახავად უნდა გავხსნათ აპლიკაცია და შემდეგ ჩეთი, სადაც დავაჭერთ ღიმილიან სახეს, რომ გაიხსნას ხმების მენიუ, საიდანაც უკვე ავარჩევთ ჩვენთვის სასურველს და გავგზავნით.
იდეის ავტორები ჯერ კიდევ მუშაობენ რომ შემქნან Soundemoji-ის მთელი ბიბიოთეკა, რომელსაც რეგულარულად განაახლებენ და დაამატებენ ახალ ხმოვან ეფექტებს. თითოეული Soundemoji წარმოდგენილია ვიზუალური სტიკერითაც, ასე რომ ჩვენთვის სასურველის არჩევა ძალიან მარტივია.
შემქმნელები ამობენ, რომ Emoji ადამიანებს აკავშირებს და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას აძლევს.
კომენტარები