CRISPR ტექნოლოგია კორონავირუსს უმკლავდება — ახალი კვლევის შედეგი
ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად მელბრუნის ინსტიტუტისა და პიტერ მაკკალუმის კიბოს ცენტრის მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR გენის რედაქტირების ტექნოლოგია, რის შედეგადაც მათ წარმატებით შეძლეს SARS-CoV-2-ის რეპლიკაციის პროცესის შეჩერება, რომელიც COVID-19 გამომწვევი ვირუსი გახლავთ.
CRISPR ფერმენტი მას შემდეგ აქტიურდება, როცა იგი ვირუსს ამოიცნობს და შემდეგ მის "დანაწევრებას" იწყებს.
"ჩვენ "მიზანში ამოვიღეთ" ვირუსის როგორც სტაბილური, ისე ცვალებადი ნაწილაკები და აღსანიშნავია, რომ ფერმენტმა ყველა მათგანი წარმატებით გაანადგურა", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს CRISPR დაგვეხმარება COVID-19-ისა და მომავალი პანდემიების დაძლევაში. ასევე, ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ შესაძლოა ჰოსპიტალიზებულმა პაციენტებმა მიიღონ მკურნალობის ეს სახე, ჩვეულებრივი, ორალური პრეპარატის მსგავსად.
სანამ ეს პოტენციური მკურნალობა ადამიანზე ჩატარდება, მანამდე მან წარმატება უნდა აჩვენოს ცხოველებში. ხოლო შემდეგ მკურნალობის ეს მეთოდი არმარტო COVID-19-ის, ასევე სხვა ვირუსების განსაკურნებლადაც იდეალური გზა იქნება.
"ჩვენ ზუსტად 1 კვირაში შეგვიძლია ყველაფერი ეს დავაპროგრამოთ ისე, რომ სხვა ვირუსებსაც გავუმკლავდეთ", — განუცხადა ABC Radio Melbourne-ს ლევინმა
ასევე იხილეთ:
კომენტარები