ნახეთ: არქეოლოგებმა ბრიტანეთში 12 საუკუნის წინ გადაყენებული მეფის სახლი აღმოაჩინეს

ფოტო: Edmund Simons, RAU
არქეოლოგებმა ბრიტანეთის უძველესი ხელუხლებელი სახლი აღმოაჩინეს. 12 საუკუნის წინ შექმნილი ხელოვნური გამოქვაბული, როგორც ჩანს, თანამდებობიდან გადაყენებული ანგლო-საქსონი მეფისათვის აუგიათ, როგორც მეფობის შემდგომი სამყოფელი.
ახლად აღმოჩენილ ანგლო-საქსონურ მრავალოთახიან გამოქვაბულს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ არქეოლოგიისათვის, არამედ განსაკუთრებული ისტორიული ღირებულებაც გააჩნია.

გადასახლებაში მყოფი მეფის სახლის ინტერიერი
ფოტო: Edmund Simons, RAU
როგორც ანგლო-საქსონი მეფის გადასახლების ადგილი, ახალი აღმოჩენა ადრეული შუასაუკუნეობრივი ინგლისური საზოგადოებისა და მთავრობის ქრონიკული არასტაბილურობის სიმბოლოსაც არაერთი გზით წარმოაჩენს.
მეცხრე საუკუნის ანგლო-საქსონი მმართველი, ნორთუმბრიის მეფე ერდვულფი, რომელიც თავდაპირველად მისი ორი წინამორბედის წარმატებული მკვლელობისა და დამხობის შედეგად აღმოჩნდა ნორთუმბრიის ტახტზე, თავად გადაურჩა მოღალატეობრივ მკვლელობას და ორჯერ იქნა თანამდებობიდან გადაყენებული, სანამ განმარტოებით მდგომ გამოქვაბულში გაამწესებდნენ.

ხედი სანაპირო ზოლიდან
მარჯვნივ სამოსახლო სივრცეა, მარცხნივ კი — პირადი სამლოცველო.
ფოტო: Edmund Simons, RAU
მეშვიდე, მერვე და მეცხრე საუკუნეებში, ინგლისი მინიმუმ შვიდი მსხვილი სამეფოსგან შედგებოდა, რომელსაც 200-ზე მეტი მეფე მართავდა. მეფეთაგან 16%-მდე მოკლულია, იგივე პროცენტულობა ბრძოლაში გარდაცვლილ მეფეთა შემთხვევაში, 33% კი — ტახტს მშვიდად ჩამოშორდა. ნავარაუდებია, რომ მათმა მხოლოდ ერთმა მესამედმა დაასრულა სიცოცხლე ბუნებრივი სიკვდილით.
კომენტარები