მსოფლიოში ყველაზე დიდი განახლებადი ენერგიის ცენტრი შეიქმნება და ის 50 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს
დაახლოებით, სიდნეის ზომის ტერიტორიაზე, ქარისა და მზის ენერგიას მწვანე საწვავად გარდაქმნიან. მწვანე ენერგიის საერთაშორისო ასოციაციას (WGEH) შესთავაზეს, რომ აეშენებინა მსოფლიოში ყველაზე დიდი განახლებადი ენერგიის ცენტრი. შეთანხმების მიხედვით, დასახარჯად გათვლლია 100 მილიარდი დოლარი. ამ თანხით 15 000 კვადრატულ მეტრზე განახლებადი ენერგიის ცენტრს ააშენებენ, რომელიც წყალბადისა და ამიაკის სახით, 50 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.
ასოციაცია, სახელით Western Green Energy Hub (WGEH), მოიცავს InterContinental Energy-ს, GWP Global-ს და Mirning Green Energy Limited-ს.
"ჩვენ ვმუშაობთ Mirning People-თან, მიწის თავდაპირველ მფლობელებთან, რომ შევქმნათ მართლაც გრძელვადიანი და მდგრადი მრავალ თაობათა პარტნიორობა, რომელიც საზოგადოებისთვის უზარმაზარ სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს",— თქვა WGEH-ის საბჭოს თავმჯდომარემ, ბრენდან ჰამონდმა.
განცხადებაში ასოციაციამ თქვა, რომ ისინი სამ ფაზად მუშაობას აპირებენ. ყოველწლიურად ისინი აწარმოებენ სამნახევარ მილიონ ტონა მწვანე წყალბადს და ოც მილიონ ტონა მწვანე ამიაკს. წარმოებულ წყალბადსა და ამიაკს კი გამოიყენებენ ელექტროსადგურებში, მძიმე მრეწველობებსა და ავიაციაში.
ასოციაციის გეგმებში შედის ასევე საზღვაო ნაგებობების შენება, საწვავის გადასატანად, რომელიც სავარაუდოდ, 2030 წლისთვის დაიწყება.
კომენტარები