ქართული პროდუქტი, რომელიც ბავშვებს ინჟინერიას და რობოტიკას შეაყვარებს — STEM BOX
განვითარებულ ქვეყნებში ბავშვებისა და მოზარდების ტექნიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა. შვედეთისა თუ სხვა სკანდინავიური ქვეყნების ბაღებსა და სკოლებში, მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე ეუფლებიან ინჟინერიას, პროგრამირებას, რობოტიკასა და სხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებს.
ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით ისეთ სათამაშოებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად, ბავშვებს ინჟინერიას შეასწავლიან. ასეთი სათამაშოები უამრავია, თუმცა დღეს პირველ ასეთ ქართულ პროდუქტზე მოგიყვებით.
"STEM BOX - სთემ ბოქსი" სულ ახლახან შეიქმნა და მასზე Edison Tech-ის გუნდა იმუშავა. იმისათვის, რომ გაგვეგო თუ საიდან ან როგორ გაჩნდა ახალი სათამაშოს შექმნის იდეა, Edison Tech-ის გუნდის წევრსა და STEM BOX-ის ერთ-ერთ შემქმნელს, გივი ბერიძეს ვესაუბრეთ.
"სთემ ბოქსის" შექმნის საჭიროება
როგორც ვიცით, საქართველოს ბაღებსა თუ სკოლებში ბავშვების ინჟინერიითა და პროგრამირებით დაინტერესება ნამდვილად არ ხდება. ამ კუთხით ქვეყანა ნელა ვითარდება და ერთ-ერთი პრობლემას სწორედ ისაა, რომ ასეთ თემებთან შეხება ადამიანებს უკვე თინეიჯერობაში ან ზრდასრულ ასაკში უწევთ.
"ჩვენ ყველა ვხედავთ ილონ მასკს, ჯეფ ბეზოსსა თუ სხვა ძალიან წარმატებულ ანტრეპრენერებს და გვსურს, რომ ჩვენი შვილებიც მათსავით წარმატებულები იყვნენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ისინი 6-7 წლის ასაკიდანვე სწავლობდნენ ინჟინერიას. სამწუხაროდ, მაშინ არ იყო მოწყობილი გარემო ისე, რომ მათ ამ ყველაფრის სწავლა მარტივი გზებით შეძლებოდათ, მაგრამ დღეს უკვე შესაძლებელია", — გვიყვება გივი ბერიძე.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებითა და ბაზარზე არსებული მოთხოვნის მიხედვით შეიქმნა პირველი ქართული ტექნოლოგიური სათამაშო.
"ამ მიზნით, Edison Tech-ში გადავწყვიტეთ, რომ მთელი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ჩაგვედო მომავალი თაობის განათლების მიმართულებით. ასე დაიბადა პირველი STEM BOX, რომლის მეშვეობითაც 6-8 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანს 5 განსხვავებული ჭკვიანი მოწყობილობისა და რობოტის შექმნა შეუძლია."
რა ცოდნის მიღებაში დაეხმარება ბავშვებს STEM BOX?
STEM მსოფლიოში გავრცელებული ტერმინია და ის ოთხი კომპონენტის გარეთიანებით იქმნება — Science, Technology, Engineering, Mathematics. სწორედ ეს ოთხი სფერო, მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკაა ის ფუნდამენტი, რომელიც თანამედროვე, განვითარებულ სამყაროს ქმნის.
"ეს 4 ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებიც საჭიროა თანამედროვე სამყაროში გრანდიოზული წარმატების მისაღწევად — ჩვენი ბოქსები მოიცავს ჭკვიან მოდულებს, კონსტრუქციის დეტალებს და სხვადასხვა ნივთებს, რითიც ძალიან საინტერესო მოწყობილობების შექმნაა შესაძლებელი", — ამბობს გივი.
როგორც Edison Tech-ის წევრებისგან ვიგებთ, STEM BOX მხოლოდ დასაწყისია და მათგან ახალ სათამაშოებსაც უნდა ველოდოთ.
"პირველი სტემ ბოქსი გათვლილია 6-8 წლიდან ზემოთ მყოფ ასაკის ბავშვზე, მაგრამ ინსტრუქციები იმდენად დეტალურადაა აღწერილი და ილუსტრირებული, რომ შესაძლოა პატარა ასაკის ბავშვმაც მოახერხოს პროექტების აწყობა მცირე ხელშეწყობით", — გვიყვება STEM BOX-ის შემქმნელი, გივი ბერიძე.
როგორც ხედავთ, თუ სწავლებისათვის სწორ და მარტივ მეთოდებს გამოიყენებთ, მაშინ ბავშვების დაინტერესებას ინჟინერიითა და რობოტიკით ძალიან მარტივად, ადრეული ასაკიდანვე შეძლებთ.
რამდენი პროექტის შექმნა შეიძლება აღნიშნული "სთემ ბოქსის" მეშვეობით?
როგორც გივი ბერიძე გვიყვება, პირველი STEM BOX-ით 5 პროექტის აწყობაა შესაძლებელი, მაგრამ ეს არ არის ლიმიტი.
ფანტაზიის მეშვეობითა და ჭკვიანი მოდულებით ახალი პროექტების ინდივიდუალურად მოფიქრებაც შესაძლებელია, რაც ნამდვილად კარგი საშუალება იქნება იმისათვის, რომ ინჟინერიისა და რობოტიკის შესწავლასთან ერთად ბავშვს წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი განუვითარდეს.
როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში ასეთი სათამაშოების მოძებნა მარტივი არ არის და მათი პოპულარობაც დაბალია, სთემ ბოქსი სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება.
"STEM BOX შექმნილია საქართველოში და ვთვლით, რომ მსოფლიო ბაზარზე კონკრეტული ბენეფიტებით ვჯობივართ კონკურენტებს. საქართველოში ჩვენ გვქონდა დაფუძნებული Edison Technology School, სადაც 200-მდე ბავშვს ვასწავლიდით ტექნოლოგიებსა და რობოტიკას. სამწუხაროდ, მისი დახურვა პანდემიის გამო მოგვიხდა, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ რეალობასთან ადაპტირებული პროდუქტი შეგვეთავაზებინა ჩვენი საზოგადოებისათვის", — გვიყვება გივი ბერიძე
სამომავლო გეგმები
Edison Tech-ის გუნდი ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება და, როგორც ჩანს, სამომავლო გეგმებიც აქვთ.
"სამომავლოდ, ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ ახალი ვერსიის ბოქსები შეიქმნება კონკრეტულ ასაკობრივ სეგმენტზე. თითოეული მათგანი მრავალი სხვადასხვა პროექტის აწყობის საშუალებას მისცემს ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებს", — ამბობს გივი ბერიძე.
თუ კი გსურთ, რომ თქვენმა შვილებმა ინჟინერიის, პროგრამირების, რობოტიკისა და მათემატიკის სწავლა პატარაობიდანვე დაიწყონ და ამისათვის სხვადასხვა ხერხებს ეძებთ, მაშინ STEM BOX ნამდვილად გამოგადგებათ.
პროდუქტის შესახებ დამატებით ინფომრაციას კი ამ ფეისბუქის გვერდზე ნახავთ.
კომენტარები