დუბაი ჩვენ გაოცებას აგრძელებს. ამ ქალაქმა ახლახანს გახსნა ააშენა ყველაზე ღრმა აუზი მსოფლიოში, რომლის რეკორდული სიღრმე 196 მეტრია.

თუმცა, რთულია მას მხოლოდ აუზი უწოდო. ის 16 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი და შეიცავს "მიტოვებულ" წყალქვეშა ქალაქს, რომლის დათვალიერება მყვინთავებს შეეძლებათ. წყალქვეშა ქალაქში ჩასულ მყვინთავებს წყალქვეშა კინოსტუდიო და არკადული თამაშებიც დახვდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ფოტო: DEEP DIVE DUBAI

"იქ ნამდვილად იმდენი რამ არის, რომ უსამართლობა იქნება მას მხოლოდ აუზი ვუწოდოთ. ეს წყალქვეშა ქალაქია", — განუცხადა CNN-ს Deep Dive დუბაის დირექტორმა ჯაროდ ჯაბლონსკიმ.

ფოტო: DEEP DIVE DUBAI

დუბაის "წყალქვეშა ქალაქი" წლის ბოლოსთვის გაიხსნება, მისი დათვარიელება კი, როგორც სერტიფიცირებულ მყვინთავებს, ისე დამწყებებსაც შეეძლებათ.

როგორც შემქმნელები ამბობენ "წყალქვეშა ქალაქი" იმდენად დიდია, რომ მყვინთავების უსაფრთხოებისთვის 55 კამერა მუდმივად იქნება ჩართული. ეს იმისთვის, რომ ქალაქში არავინ დაიკარგოს. ასევე, ადგილზე იქნებიან პროფესიონალი მყვინთავები, ვინც დამთვარიელებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.