AMD-ის RDNA 2 არქიტექტურაზე აგებული Exynos GPU 30%-ით უფრო სწრაფი იქნება ვიდრე Mali GPU
კორეულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ადრეული ტესტების პასუხების მიხედვით, AMD-ის RDNA 2 გრაფიკული ამაჩქარებელი, რომელიც Samsung-ის მომდევნო Exynos პროცესორს დაუმშვენებს გვერდს, 30%-ით უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე დღევანდელი Mali-G78 ვიდეობარათია. ამ უკანასკნელს Galaxy S21 Ultra-ში, Exynos 2100 პროცესორთან ერთად ვხვდებით.
აღსანიშნია ისიც, რომ მომდევნო თაობის Mali-G710 მის წინამორბედზე 20%-ით სწრაფი იქნება, მაგრამ ამ მონაცემების მიხედვითაც RDNA 2 10%-ით უფრო სწრაფი იქნება.
ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ AMD-ის მიერ შემუშავებულ გრაფიკულ ამაჩქარებელს წარმოების ადრეულ სტადიაში გადახურების პრობლემა აღენიშნებოდა, რაც სინთეტიკური ტესტებზე ისახებოდა. მეორე ტესტზე, გადახურების გამო, პირველად მიღებული შედეგი 20%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ცდაზე ვარდნამ 30% შეადგინა. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა თუ სმარტფონზე დიდი ხნის განმავლობაში თამაშობთ. გადახურებასთან ერთად თქვენი წარმადობაც დაიკლებს. თუმცა, უნდა ვიმედოვნოთ, რომ სანამ ახალ პროცესორებს ვიხილავთ, AMD ამ პრობლემას გადაჭრის.
კომენტარები