რიჩარდ ბრენსონი, ინგლისელი ბიზნესმენი, ინვესტორი და Virgin Galactics-ის დამფუძნებელი, კოსმოსში გაფრენას აპირებს. მისი ფრენა Unity 22 უნდა განხორციელდეს სარაკეტო ძრავით აღჭურვილი კოსმოსური ხომალდით, VVS Unity.

მისიის შესრულება 11 ივლისს იგეგმება, თუმცა, შესაძლოა გეგმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა შეცვალოს. ეს გაფრენა უნდა მოხდეს Blue Origin გაშვებამდე, რომელიც 20 ივლისს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ Blue Origin-ით კოსმოსში გაფრენას მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი — ჯეფ ბეზოსი გეგმავს. ბრენსონი კი ცდილობს, მას ეს 9 დღით დაასწროს.

"მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი. დედამ მასწავლა, რომ არასდროს დავნებებულიყავი და ვარსკვლავებამდე მიმეღწია. 11 ივლისს კი დროა ეს ოცნება რეალობად ვაქციო", —დატვიტა ბრენსონმა.

რაც შეეხება ეკიპაჟს, VVS Unity ექვსი მგზავრით გაფრინდება კოსმოსში. ეს იქნება ამ ხომალდის ოცდამეორე გაფრენა. ბრენსონის გარდა ეკიპაჟი დაკომპლექტებულია მისიის სპეციალისტებით. ბეთ მოსესი, რომელიც Virgin Galactics-ის მთავარი ასტრონავტია. მმართველ კაბინას ედგება სათავეში. აღჭურვილობას შეაფასებს კოლინ ბენეტი. ასევე იქ იქნება სირიშა ბანდალა, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შეაფასებს პორტატულ ფიქსაციის მილებს.

"მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩემს გვერდით შესანიშნავი მფრინავები და სპეციალისტები იქნებიან, რადგან ჩვენ კომოსში მივდივართ", — თქვა ბრენსონმა. "ამ ივლისს ჩვენი ოცნება ახდება. როდესაც დავბრუნდებით, მე გაგიზიარებთ რაღაც ძალიან ამაღელვებელს, რათა უფრო მეტი ადამიანი გახდეს ასტრონავტი. კოსმოსი ხომ ყველას გვეკუთვნის?!"

VVS Unity-ს მართავს დეივ მაკეი და მაიკ მასაუჩი. კოსმოსური ხომალდი 15 კილომეტრის სიმაღლეზე ავა, შემდეგ მისი სარაკეტო ძრავა ამუშავდება და საბოლოოდ, კოსმოსში გაფრინდება.

"მე ნამდვილად მჯერა, რომ კოსმოსი ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. 16 წლიანი კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ Virgin Galactics კაცობრიობისთვის ახალ სივრცეს გახსნის და სამყაროს სამუდამოდ შეცვლის. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოცნება რეალობად ვაქციოთ. მე მაქვს პატივი დავამტკიცო ჩვენი მოზაურობა. ჩვენი კოსმონავტები უზრუნველყოფენ, რომ ჩვენ მივაღწიოთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელსაც ადამიანები ელიან ვირჯინიდან", — დასძინა ბრენსონმა.