მფრინავმა მანქანამ პირველი საქალაქთაშორისო ფრენა შეასრულა
მფრინავი მანქანის სატესტო პროტოტიპმა პირველი ფრენა შეასრულა. მანქანამ სლოვაკეთში, ბრატისლავის აეროპორტიდან ნიტრას აეროპორტამდე 35 წუთიანი ფრენა განახორციელა.
ჰიბრიდული მფრინავი ავტომობილი — AirCar, BMW-ს შიგაწვის ძრავითაა აღჭურვილი.
მისი შემქმნელი, პროფესორი სტეფან კლეინი ამბობს, რომ მფრინავ ავტომობილს 2500 მეტრ სიმაღლეზე 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია, ავტომობილმა უკვე დაჰყო 40 საათი ჰაერში.
იმისათვის, რომ მანქანა თვითმფრინავად გადაიქცეს, 2 წუთი და 15 წამია საჭირო.
ჰაერში მანქანამ 170 კილომეტრ საათი სიჩქარე განავითარა. მას 2 მგზავრის, ჯამურად 200 კილოგრამის, გადაყვანა შეუძლია, თუმცა ტაქსი დრონებისგან განსხვავებით მას ვერტიკალურად აფრენა და დაჯდომა არ შეუძლია. იმისათვის, რომ ის ჰაერში აფრინდეს ბილიკი ესაჭიროება.
მფრინავი ავტომობილებისადმი ინტერესი და მოლოდინი ძალიან დიდია. 2019 წელს, საკონსულტაციო კომპანიამ, Morgan Stanley-მ ივარაუდა, რომ 2040 წლისთვის მფრინავი ავტომობილების ბაზრის ღირებულება 1,5 ტრილიონ დოლარს აცდება.
AirCar-ის უკან კომპანია Klein Vision დგას. მათი თქმით, კომპანიას 2 წელი დასჭირდა რომ ეპოვნათ გზები, რომელთა გამოყენებითაც მანქანის შექმნა 2 მილიონიანი ინვესტიიცით მოხდებოდა.
ანტონ ზაჯაკი Klein Vision-ის მრჩეველი და ინვესტორია. მისი აზრით, თუ ისინი შეძლებენ, რომ მოიზიდონ გლობალური ავიახაზების ან ტაქსების მომხმარებელთა სულ 5% მაინც, მაშინ მათ ძალიან დიდი ბაზარი ექნებათ.
კომენტარები