ვიდეოში, რომელიც ავიაკოსმოსურმა ჟურნალისტმა, ენდრიუ ჯონსონმა გაავრცელა, ჩინური რაკეტის, Long March 2F-ის გამშვები ჩანს, რომლიდანაც აზოტის ტეტროქსიდი, ანუ რაკეტის საწვავი ჟონავს. რაკეტამ 16 ივნისს კოსმოსში სამი ასტრონავტი გაიყვანა.

ჩინურ სოციალურ ქსელში, Weibo-ში გავრცელებული ინფორმაციით ნაწილი ორდოსში, ჩრდილოდასავლეთ ჩინეთში ჩამოვარდა. ადგილობრივი გზები დაიკეტა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავთენტურობის დადასტურება ჯერ ვერ ხერხდება, გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთს ასეთი რამ მოსვლოდა, მაისში ერთ-ერთი ჩინური რაკეტა ასევე უკონტროლოდ დაეცა დედამიწას.