ვიდეობარათების ფასები ეცემა — გაიგეთ რატომ
ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოსამყაროს სწრაფი ზრდა ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას არ გამორჩენია. ვინაიდან კრიპტოვალუტები დეზენტრალიზირებულია და მათი მართვა და კონტროლი ძნელია, ეს ჩინეთს არ მოსწონს და ამ პროცესთან დაპირისპირებაც აქტიურად დაიწყო.
კრიპტოვალუტების მოპოვებას, იგივე მაინინგს დიდი ენერგია ჭირდება და ამისათვის მაინერები ვიდეობარათებს იყენებენ. ვიდეობარათებზე მზარდმა მოთხოვნამ მსოფლიოში ნახევარგამტარების დეფიცი წარმოშვა და გეიმერებს ახალი გრაფიკული ადაპტერების ყიდვა გაორმაგებულ ან გასამმაგებულ ფასებად უწევდათ.
ბიტკოინის ფასი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. აპრილში მან 63 300 დოლარს მიაღწია, ხოლო ახლა, ამ სტატიის წერის პროცესში მისი ფასი 32 060 დოლარს შეადგენს.
ბიტკოინის ფასზე დიდი გავლენა ქონდა ჩინეთის გადაწყვეტილებებს და ასევე, Tesla-ს აღმსარულებელი დირექტორის, ილონ მასკის ცვალებად ქცევას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ისეთი მწარმოებლების ვიდეობარათების ფასები, როგორიცაა AMD და NVIDIA, 66 პროცენტით შემცირდა, ამის შესახებ South China Morning Post წერს.
ეს გეიმერებისთვის იდეალური სიახლეა, ძლიერი ვიდეობარათები ახალ თამაშებს სასიცოცხლოდ ჭირდებათ, მათი გაშვება მაღალ გრაფიკაზე სხვანაირად წარმოუდგენელია.
რადგან ჩინეთის რეპრესიები გრძელდება და ისინი კრიპტოსამყაროს რეგულაციას განაგრძობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიდეოაბარათების ფასი კიდევ დაეცემა და გეიმერებიც ნაკლებ ფასში უკეთესი ვიდეობარათების შეძენას შეძლებენ.
კომენტარები