ასტრონომებმა ISS-ზე ახალი მზის პანელების დამონტაჟება დაიწყეს
ასტრონავტები, თომას პესკე საფრანგეთიდან და შეინ კიმბროუ გაერთიანებული სამეფოდან, ამ კვირის ოთხშაბათს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ გავიდნენ და სადგურზე ახალი მზის პანელების დამონტაჟებას შეუდგნენ. მისიის მიზანი ISS-ის ენერგო-სისტემის გაუმჯობესება იყო.
ეს ამ მისიის ფარგლებში პირველი გასვლა იყო. აღსანიშნავია, რომ ISS-ზე უკვე მზის პანელების რვა მასივი არსბებობს, რომლებიც 2000 წლის დეკემბერში დაამონტაჟეს და რომლებიც მას შემდეგ უწყვეტად მუშაობენ.
ასტრონავტების წყვილი ამ კვირაში ექვსი პანელიდან პირველს აინსტალირებდა, როდესაც კიმბროუს სკაფანდრზე გარკვეული პრობლემები შეექმნა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო და სისტემა აღედგინა.
ამ ხარვეზის გამო მათ ოთხშაბათის გასვლის დროს, 7 საათსა და 15 წუთში მხოლოდ პანელის სწორ მდგომარეობაში განთავსება მოახერხეს, მისი ბოლომდე დაინსტალირება კი ვეღარ მოასწრეს.
კოსმოსში გასვლა "რთული საქმეა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ამიტომ წინასწარ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა მოქმედებას ერთმანეთთან შეთანხმებით განვახორციელებთ", — განაცხადა კიმბროუმ ოთხშაბათის გასვლამდე.
ინსტალაციის პროცედურების ნაწილი იქამდე უნდა ჩატარდეს, სანამ ISS დედამიწის ჩრდილში იმყოფება. ამ დროს სადგური ელემენტის ენერგიაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი 8 მასივისა და ექვსი ახალი მასივის კომბინაცია მიღებულ ენერგიას 20-30%-ით გაზრდის. გარდა ამისა, ახალი პანელები, პირვანდელთან შედარებით, ბევრად ეფექტიანია.
"ამ კომბინაციით სადგური დააგროვებს იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე თავდაპირველად აგროვებდა საწყისი რვა მასივი", — აღნიშნა დანა ვეიგელმა, ISS-ის პროგრამის მენეჯერის მოადგილემ.
მისიის დასრულების შემდეგ, ISS 215 კილოვატი ენერგიით განაგრძობს მოქმედებას. შედარებითსვის, ჩვეულებრივი კომპიუტერი და მონიტორი, დაახლოებით, 270 ვატ ენერგიას მოიხმარს, პატარა მაცივარი კი — 725 ვატს.
ახალი პანელები სადგურზე იოგას ხალიჩებივით დაიტანება. ისინი ტრადიციულ მზის პანელებთან შედარებით უფრო პატარა ზომისაა და მსუბუქი. NASA იმედოვნებს, რომ მსგავს პანელებს მთვარის მომავალ სადგურზე — Gateway-ზეც გამოიყენებენ.
კომენტარები