გამომგონებელმა ნაგვისგან მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანა ააწყო
HARPIS-SL-ის თანახმად, სიერა-ლეონე შეფასებულია, როგორც მე-17 ყველაზე დაუცველი ქვეყანა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ამის მრავალი მიზეზის არსებობს, მათ შორის ის ფაქტი, რომ ოჯახების უმეტესობა ნახშირს ან ხეს იყენებს საწვავის წყაროდ სამზარეულოს და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. ამას დამატებული მანქანების გამონაბოლქვი და ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.
ახლა, 24 წლის მამაკაცი ემანუელ ალიეუს მანსარაი, სიერა-ლეონში გენიალური გზით ებრძვის დაბინძურებას. უნივერსიტეტის სტუდენტმა ნაგვისგან მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანა ააწყო. IE ესაუბრა ახალგაზრდას, რომ მიეღო ყველა დეტალი იმ მანქანაზე, რომელსაც მან "წარმოსახვითი მანქანა" უწოდა.
"ეს მანქანა პირველ რიგში შევქმენი იმისთვის, რათა ჩემ საზოგადოებაში არსებულ სოციალურ პრობლემებს დავუპირისპირდე. ამიტომ, მე გადავწყვიტე შემექმნა "წარმოსახვითი მზის მანქანა", რომელიც მზის ენერგიით იკვებება, რათა ისეთი რესპირატორული დაავადებების გავრცელება შემცირდეს, როგორიცაა ფილტვის კიბო, ასთმა და სხვა", — ამბობს მანსარაი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მანქანის შექმნა ადვილი არ იყო. გამომგონებელს მისი შექმნისთვის 3 წელი დასჭირდა. მზის მანქანის აწყობა მანსარაის ჯამში 500 დოლარი დაუჯდა. მანქანა ახლა საათში 15 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.
"უამრავი პოზიტიური გამოხმაურება მივიღე. წერილებს მთელი მსოფლიოდან მწერენ და მეუბნებიან, რომ ადამიანებისთვის კარგი მაგალითი ვარ. მე ხომ ეს სრულიად არაფრისგან შევძელი", — უთხრა IE-ს მანსარაიმ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები