სალვადორი ბიტკოინის მაინინგისთვის ენერგიის წყაროდ ვულკანს გამოიყენებს
სალვადორი ახლახან პირველი სუვერენული სახელმწიფო გახდა, რომელმაც ბიოტკიონი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადა. ახლა, ამ პატარა ქვეყნის პრეზიდენტს — ნაიიბ ბუკელეს კიდევ უფრო გიჟური გეგმა აქვს თავისი კრიპტო ოცნებების ასასრულებლად: ვულკანის ენერგიაზე მომუშავე კრიპტოვალუტის მაინერები.
Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში ბუკელემ აღნიშნა, რომ მან სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი გეოთერმული კომპანია LaGeoSV-ის პრეზიდენტს გეოთერმულ ენერგიაზე მომუშავე ბიტკოინის მაინინგის ობიექტების გეგმის შედგენა დაავალა.
ბუკელე იმასაც ამბობს, რომ ეს მწვანე ალტერნატივა გამოიყენებს "ძალიან იაფ, 100%-ით სუფთა, 100%-ით განახლებად და ნულოვანი ემისიის მქონე ენერგიას ვულკანებიდან".
"ჩვენმა ინჟინრებმა ახლახან მაცნობეს, რომ მათ ახალი ჭა ამოთხარეს, რომელიც დაახლოებით 95 მეგავატი 100%-ით სუფთა, ნულოვანი ემისიის გეოთერმული ენერგიით მოგვამარაგებს ვულკანიდან. მის გარშემო ახალი ბიტკოინის მაინინგის ცენტრის შენებას ვიწყებთ", — წერს პრეზიდენტი.
სალვადორის კონგრესის უმრავლესობამ, 84 წევრიდან 62-მა, ახალ კანონს კრიპტოვალუტის გადახდის ლეგალურ საშუალებად მიღების შესახებ, მხარი დაუჭირა. ქვეყანა ასევე თანამშრომლობს ციფრული საფულის პლატფორმა Strike-თან, რომლის ფარგლებშიც საჭირო ფინანსური ინფრასტრუქტურის აშენებას ისახავენ მიზნად.
ამასობაში, ბიტკოინის ღირებულება ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე დაღმავალი ტენდენციით გამოირჩევა და გასულ თვეს ამ მაჩვენებელმა 31 000 დოლარამდე დაიწია — ანუ იმის ნახევრი გახდა, რაც ამ წლის დასაწყისში იყო. თუმცა, ამის მიუხედავად სალვადორის ამბავმა ინვესტორებს იმედი მისცა და ბიტკოინის ღირებულებამ 37 000 დოლარს მიაღწია.
გასული რამდენიმე თვის მანძილზე კრიპტოვალუტის ვარდნა კიდევ უფრო გაამწვავა Tesla-ს უცბად შეცვლილმა გადაწყვეტილებამ ბიტკოინის მიღების შესახებ და იმანაც, რომ ჩინეთმა თავის საზღვრებში კრიპტოვალუტის მოპოვება აკრძალა.
როგორც ითქვა, Tesla-ს გადაწყვეტილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება ხშირად საჭიროებს დიდი რაოდენობით წიაღისეულლი საწვავის წვას საკმარისი ენერგიის მისაღებად, რაც, შედეგად, ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევას იწვევს. (თუმცა, ეს რეალურ მიზეზზე მეტად გამართლებას უფრო ჰგავს).
გადაჭრის თუ არა ამ პრობლემას გეოთერმული ენერგია, ამას მომავალი გვიჩვენებს.
კომენტარები