მშიერი ბუზები ძალიან აგრესიულები არიან — კვლევა
თუ მშიერზე აგრესიული ხდებით და თქვენი გაბრაზება მარტივია, შეგვიძლია გითხრათ, რომ მარტო არ ხართ. ახალი კვლევის თანახმად, ზუსტად ასე იქცევიან მშიერი ხილის ბუზებიც. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მამრობითი ხილის ბუზები, რომლებიც იკვებებიან გახრწნილი ხილით, მშიერზე ძალიან აგრესიულები ხდებიან.
"უკვე 24 საათის შემდეგ, მათმა აგრესიამ პიკს მიაღწია", — ნათქვამია კვლევაში.
"ერთი შეხედვით მშიერი "ინდივიდი" უფრო დასუსტებულია, მას კონფლიქტში გამარჯვებულად გამოსვლის ნაკლები შანსები აქვს. შესაბამისად, მან კონფლიქტს თავი უნდა აარიდოს. თუმცა, მეორეს მხრივ, მშიერი უფრო მოტივირებულია რათა იბრძოლოს და ამით საკვები მოიპოვოს. კვლევამ გვიჩვენა, რომ მამალი ბუზების შემთხვევაში, შიმშილის დროს ისინი ბევრად აგრესიულები ხდებიან", — განაცხადა ჯენ პერიმ, UEA-ს ბიოლოგიურ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებში სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა ადრენალინის და სტრესის ჰორმონების გამოყოფას იწვევს, რის შედეგადაც ადამიანი უფრო აგრესიულია. ზოგ შემთხვევაში იგივე ხდება, როდესაც ადამიანს შია.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ადამიანების და ბუზების ეს მსგავსება ევოლუციური თვისებაა, რაც გადარჩენისთვისაა საჭირო. თუმცა, ზუსტი შედეგებისთვის დამატებითი კვლევებიც იქნება საჭირო.
"ექსპერიმენტის დროს ბუზები სერიოზულად არ დაშავებულან და ყოველი მათგანი ცოცხალი გადარჩა", — ნათქვამია კვლევაში.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები