NASA ვენერას ორი ახალი მისიით უბრუნდება
NASA-ს ადმინისტრატორმა, სენატორმა ბილ ნელსონმა დღეს სააგენტოს შემდგომი ორი მისიის შესახებ განაცხადა: DAVINCI+ და VERITAS მისიების მიზანი ვენერას შესწავლა იქნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე NASA პირველად გზავნის შესწავლის მისიას ამ ჯოჯოხეთურ პლანეტაზე.
DAVINCI+ (ვენერას ღრმა ატმოსფერული კვლევა კეთილშობილი აირების და ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად და ვიზუალიზაციისთვის) აღმოჩენების მისია შეისწავლის ვენერას მაღალი სიმკვრივის ტოქსიკურ ატმოსფეროს, სადაც, მიმდინარე დისკუსიების გათვალისწინებით, რაღაც ამაღელვებელი და საინტერესო ქიმიური პროცესები მიმდინარეობს. ამ მისიამ შესაძლოა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებაც, ჰქონდა თუ არა ვენერას ოდესმე ოკეანე.
რაც შეეხება მეორე მისიას, VERITAS (ვენერას გამოსხივების უნარი, რადიო მეცნიერება, InSAR(ინტერფერომეტრული რადარი სინთეტური აპერტურით), ტოპოგრაფია და სპექტროსკოპია), ეს კოსმოსური ხომალდი შეადგენს ვენერას ზედაპირის საოცრად დეტალურ რუკას და ასევე შეისწავლის პლანეტის გეოლოგიას.
ორივე მისია ერთად იმის გაგებასაც შეეცდება, თუ რატომ არის ეს დედამიწის მსგავსი ზომის მქონე პლანეტა საშინლად მაღალი ტემპერატურისა და მჟავა წვიმების ჯოჯოხეთი.
კომენტარები