6 საუკეთესო კლინიკა საზღვარგარეთ, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზის გადამოწმება უფასოდ შეიძლება
ფოტო: VikesTan/ Dribbble
ბოლო პერიოდში სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის ხსენებაც კი ბევრ ადამიანში შიშს იწვევს. თითქოს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ვართ, რამდენად ჯანსაღად ვცხოვრობთ, სიგარეტს ვეწევით თუ არა, სიმსივნის დიაგნოზი ჩვენს ცხოვრებაში მაინც შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ თუკი ადრე იგი სასიკვდილო განაჩენი იყო, მედიცინის განვითარებასთან ერთად კიბოსთან ბრძოლაში გამარჯვების შანსები საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
ერთ-ერთი პირველი ფრაზა, რომელიც სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ ისმის, არის: "მე მგონი, უნდა გადავამოწმოთ და მეორე აზრიც მივიღოთ". რასაკვირველია, მეორე აზრის მიღება ყოველთვის ფინანსებთან არის დაკავშირებული. ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან დაზღვევა არც ისე პოპულარულია, ამიტომ მოსახლეობამ შეიძლება არც კი იცის, რომ მსგავსი სერვისების დაფინანსება შესაძლებელია.
მაგრამ, რაც დრო გადის, სადაზღვევო სერვისები უფრო ვითარდება და კომპანიები მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. ერთ-ერთი უახლესი შეთავაზება, ჯი პი აი ჰოლდინგისგან მივიღეთ. საერთაშორისო კონსილიუმი — ჯი პი აი ჰოლდინგის ახალი სერვისია, რომელიც დაზღვეულებს საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში დიაგნოზზე დამატებითი ინფორმაციის, ე.წ. მეორე აზრის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამ სერვისის ფარგლებში პაციენტების სამედიცინო ისტორიას და დიაგნოზს მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ. საერთაშორისო კონსილიუმის სერვისით სარგებლობა პაკეტი "ონკოქეარის" მფლობელებს, ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეუძლიათ.
როცა ამ სერვისის გამოყენებაზე ვფიქრობთ, აუცილებელია ისიც ვიცოდეთ, რომელ კლინიკას უნდა მივმართოთ მეორე აზრის გასაგებად. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ სამედიცინო დაწესებულებების კვლევა ჩაგვეტარებინა და გვეპოვა 6 საუკეთესო კლინიკა საზღვარგარეთ, სადაც სიმსივნეს ამარცხებენ.
1. Brigham and Woman’s Hospital (აშშ)
Brigham and Woman’s ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამედიცინო დაწესებულებაა ამერიკაში. 2020 წელს მისი შეფასების ქულები საგრძნობლად გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებით. ის მეხუთე ადგილზეა რევმატოლოგიის მიხედვით; მეექვსე ნევროლოგიისა და კიბოსთვის; მეშვიდე კარდიოლოგიისა და გულის ქირურგიისთვის; მერვე გინეკოლოგიისთვის.
თუკი პაციენტების შეფასებას გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ საავადმყოფოში ძალიან მეგობრული კოლექტივი მუშაობს, რომელიც მუდამ მზადაა დასახმარებლად და პაციენტის კომფორტზე და სიმშვიდეზეა ორიენტირებული.
"ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი საავადმყოფო ყოველთვის მოწინავე ადგილზეა. ეს ჩვენთან მომუშავე პერსონალის წარმოუდგენელი თავადების, ერთგულების და შრომისმოყვარეობის დამსახურებაა", — აცხადებს საავადმყოფოს მთავარი ექიმი ბეტსი ნაბელი.
2. The Royal Marsden Hospital (ინგლისი)
The Royal Marsden Hospital არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო, არამედ მსოფლიოში პირველი საავადმყოფოა, რომელიც კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობის, კვლევისა და ამ საკითხთან დაკავშირებულ განათლების კუთხით მუშაობს.
ის 1851 წლიდან წამყვანი საავადმყოფოა ფილტვის კიბოს კვლევასა და მკურნალობაში. საავადმყოფოში პაციენტებს არა მარტო კიბოს დამარცხებაში ეხმარებიან, არამედ მის გარეშე ცხოვრების გაგრძელებაშიც უწყობენ ხელს.
საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი მათ შეფასებისას წერს: "მას შემდეგ, რაც პროსტატის კიბო დამიდგინდა, 6 წლის განმავლობაში პირველად მომიწია ჰოსპიტალიზაცია, თუმცა გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ საუკეთესო ექიმები იზრუნებდნენ ჩემზე. ისინი მკურნალობის ყველა ეტაპზე მექცეოდნენ საოცარი თანაგრძნობით და თავაზიანობით. მთელი ჩემი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები".
3. Harvard Medical School Teaching Hospitals (აშშ)
ჰარვარდის სამედიცინო სკოლას ასოცირებული შეთანხმება აქვს 15 პრესტიჟულ საავადმყოფოსთან და კვლევით ინსტიტუტებთან. მისი მნიშვნელოვანი პარტნიორები უზრუნველყოფენ როგორც პაციენტზე კლინიკურ ზრუნვას, ასევე პერსონალის გადასამზადებელ ტრენინგებს.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთ სასწავლო სამედიცინო დაწესებულებად ითვლება. ჰარვარდის სკოლის სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტი ახორციელებს კლინიკურ კვლევებს და ამ სფეროში განათლების, ტრენინგებისა და სწავლების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა.
4. Cedars-Sinai Medical Center (აშშ)
2021 წელს Cedars-Sinai კიდევ ერთხელ აღიარეს U.S. News & World Report-ში, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფო. აშშ-ის რეიტინგი ემყარება სხვადასხვა კრიტერიუმს, მათ შორის პაციენტის მკურნალობის შედეგებს, მათ გამოცდილებას, ტექნოლოგიასა და რეპუტაციას.
მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს შეფასებისას პაციენტებს იმედი აქვთ, რომ იქ აღარ მოხვდებიან, ისინი მაინც აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სამკურნალოდ და სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით, საჭმელიც კი გემრიელი აქვთ.
5. Boston Children’s Hospital (აშშ)
Boston Children’s Hospital 7 წლის განმავლობაში ზედიზედ აღიარეს, როგორც საუკეთესო საავადმყოფო თავის სფეროში. რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს პაციენტების შედეგები, მათ შორის — სიკვდილიანობისა და ინფექციების მაჩვენებლები, აგრეთვე, დაწესებულების ხელმისაწვდომი კლინიკური რესურსებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისობა.
პაციენტების შეფასების მიხედვით, საავადმყოფოს პერსონალი არა მხოლოდ მათ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავს, არამედ განწყობის ამაღლებასაც ცდილობს. ზღაპრის გმირების ფორმაში გამოწყობილი მედდები ბავშვებს ხშირად ეთამაშებიან ხოლმე და ცდილობენ მათი დღე საავადმყოფოში უფრო ფერადი და სახალისო გახადონ.
6. Kings College of London (ბრიტანეთი)
ფოტო: king's college london
ლონდონის კინგ კოლეჯი ინგლისის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელსაც წამყვანი ადგილი უკავია სამეცნიერო უნივერსიტეტებს შორის.
მისი ონკოლოგიური კვლევის განყოფილება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში. ისინი ატარებენ უჯრედულ, გენეტიკურ და პროტეომიულ კვლევებს მკერდის სიმსივნის ნიმუშებზე. მიღებულ მონაცემებს ძირითადი ბიოლოგიური ხედვებისა და (იმუნო) თერაპიების სახით იყენებენ.
ჯი პი აი ჰოლდინგი საერთაშორისო კონსილიუმის სერვისის მიწოდებას პარტნიორ საერთაშორისო კომპანია მედიგაიდთან და კლინიკა კურაციოსთან ერთად განახორციელებს. დიაგნოზის გადასამოწმებლად ჯი პი აის დაზღვეულმა უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და გაესაუბროს მედიგაიდის წარმომადგენელს. გადამოწმებულ დიაგნოზს, დასკვნას და მკურნალობის განახლებულ გეგმას პაციენტი 10 სამუშაო დღეში მიიღებს.
მედიგაიდი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1990 წელს აშშ-ში დაარსდა და 152-ზე მეტ ქვეყანაში აძლევს საშუალებას ადამიანებს სამედიცინო დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმონ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა






კომენტარები