Facebook აღარ წაშლის პოსტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ COVID-19 ხელოვნურად შეიქმნა
Facebook აღარ წაშლის პოსტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ COVID-19 ადამიანის მიერ შეიქმნა — ამის შესახებ Facebook-ის წარმომადგენელმა Politico-სთან საუბრისას განაცხადა. კომპანიამ წესები მას შემდეგ შეცვალა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გასცა განკარგულება, უკეთ გამოიკვლიონ ჰიპოთეზები, რომლებიც კორონავირუსის ლაბორატიებიდან გაჟონვას უკავშირდება. ახალი წესებით, ფეისბუქი დაეხმარება მკვლევრებს დაადგინონ თუ საიდან წარმოიშვა ვირუსი და უკავშირდება თუ არა ის ლაბორატორიებს.
Facebook-ის წესების ცვლილება ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ მოხდა.
დეზინფორმაციასთან ბრძოლა Facebook-ისთვის ახალი არ არის. ყალბი სიახლეები 2014 წელს, ებოლას ვირუსის აფეთქების დროსაც ვრცელდებოდა. ძალოვანი სტრუქტურები და ჯანდაცვის ორგანიზაციები მუდამ ადევნებენ თვალს იმ ინფორმაციას, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება. 2020 წლის იანვარში ფეისბუქმა დააანონსა, რომ ისინი კორონავირუსსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას სრულად გაწმენდნენ.
კომენტარები