კორონავირუსის ვაქცინაციაზე დეზინფორმაციის უდიდეს ნაწილს 12 ადამიანი ავრცელებდა — კვლევა
ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა (CCDH) და ანტივაქსერების მაკონტროლებელმა ორგანომ გამოავლინეს, რომ სოციალურ ქსელებში COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების უკან ძირითადად 12 ადამიანი დგას.
ანგარიშმა აჩვენა, რომ ვაქცინების საწინააღმდეგო შინაარსის მქონე კონტენტის უკან, რომელიც 1 თებერვლიდან 21 მარტის ჩათვლით განთავსდა Facebook-ზე და Twitter-ზე, ძირითადად 12 პიროვნებაა. საუბარია კონტენტის 65%-ზე, რაც 812 000 გაზიარებას მოიცავს.
მხოლოდ ფეისბუქზე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიის 73% ამ ჯგუფიდან მომდინარეობს. რაც შეეხება ტვიტერს, აქ მათი წვლილი 17%-ია.
მოხსენებაში დეტალურად არის ნაჩვენები, თუ ვინ არის ეს 12 ადამიანი და რა სახის დეზინფორმაციას ათავსებდნენ ისინი სოციალურ ქსელებში. ასევე მითითებულია, რომ სოციალური ქსელების პლატფორმები (Twitter, Instagram და Facebook) დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს სათანადოდ ვერ უშლიან.
მაგალითად, ანგარიშში აღმოჩნდა, რომ 12 დეზინფორმატორიდან 9 სოციალურმა ქსელებმა არც კი დაბლოკეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეგულარულად უგულებელყოფდნენ მათ მოთხოვნებს. მთლიანობაში, CCDH-მ აჩვენა, რომ სოციალური მედიის პლატფორმებმა კორონავირუსის ვაქცინების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელების 95%-ზე შესაბამისად ვერ იმოქმედეს.
მას შემდეგ რაც ანგარიში გასაჯაროვდა, ფეისბუქმა ხსენებული 12 პიროვნების მიერ მართული გვერდების უმეტესობა გააუქმა, თუმცა ეს მოქმედება ნაწილობრივ უკვე დაგვიანებულიც არის.
მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას ვაქცინაციით ცდილობს, ამის პარალელურად მსგავსმა დეზინფორმაციებმა შეიძლება ფატალური შედეგები გამოიწვიოს. გახსოვდეთ, როდესაც ხედავთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის.
კომენტარები