ანიმაციური ქალაქი — 15 ფოტო, რომელიც თბილისს სხვა თვალით დაგანახებს
რა მოხდებოდა, ჩვენი საყვარელი ანიმაციური ფილმებისა თუ სერიალების გმირები და ცნობილი სცენები თბილისში რომ გაგვეცოცხლებინა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში არტისტი kenji_geo დაგეხმარება, რომლის ნამუშევრებშიც რეალური და ანიმაციური სამყაროები ხშირად იკვეთება.
kenji_geo, იგივე ერეკლე ხელაშვილი დიზაინსა და ვიდეომონტაჟს აქტიურად ეუფლება. ერეკლეს თბილისის ქუჩებში სეირნობა, საინტერესო ადგილების აღმოჩენა და ფოტოგრაფია იტაცებს. ერთ დღეს გადაწყვიტა, საკუთარი ინტერესები გაეერთიანებინა და ინსტაგრამზე სხვებისთვის გაეზიარებინა.
"სულ ვერთობოდი ფოტოების მანიპულაციითა და მსგავსი ედითებით. ერთხელაც გადავწყვიტე რომ ფილმები/ანიმეები და რეალური სამყაროები გამეერთიანებინა და რატომღაც ინსტაგრამზე დადება გადავწყვიტე. შემდეგ ნელ-ნელა დავხვეწე და ხალხის პოზიტიურმა გამოხმაურებამ მოტივაციაც მომიმატა", — ამბობს ერეკლე ხელაშვილი.
ასე გაჩნდა აღნიშნული პროექტის იდეა, რომელშიც ზღვარი ჩვენს ყოველდღიურობასა და საოცარ ანიმაციურ სამყაროს შორის წაშლილია. ნამუშევრებში, ძირითადად, იაპონური ანიმეს პერსონაჟებსა და სცენებს ნახავთ, თუმცა kenji_geo ცნობილი ფილმებისა და სერიალების გმირებსაც ხშირად აცოცხლებს.
გთავაზობთ 15 ფოტოს, რომელიც თბილისს სხვა თვალით დაგანახებთ:
1. Your Name და საბედისწერო კომეტა თბილისის ცაზე
2. ლეგენდარული მეოთხე ჰოკაგესა და ცხრაკუდა მელას შერკინება ძველ თბილისში
3. Death Note და L-ის შეტყობინება კირასთვის ფილარმონიის ეკრანზე
4. ტოტორო, მეი და სეცუკო უნივერსიტეტის გაჩერებასთან წვიმას ემალებიან
5. Cowboy Bebop-მა კოსმოსიდან თბილისში გადმოინაცვლა
6. Attack on Titan და ბრძოლა კაცობრიობის გამარჯვებისთვის
7. ჩიჰიროს ხანგრძლივი მოგზაურობა
8. მინატო ნამიკაზე ცხრაკუდა მელას წინააღმდეგ
9. რიუკი სიკვდილის დღიურის მომდევნო მფლობელს თბილისში ეძებს
10. რიკი და მორტი წარმოდგენისთვის ემზადებიან
11. ტიტანები თბილისში
12. Akira-ს რომ ტოკიოს ქუჩების ნაცვლად, მელიქიშვილის გამზირზე გადმოენაცვლა
13. ჩიჰირო და ჰაკუ ძველ თბილისში
14. ჰოული და სოფი აბანოთუბანში
15. იტაჩი უჩიჰა და ღამის თბილისი
თბილისის შესახებ სხვა საინტერესო ისტორიებისთვის შემოგვიერთდი ჯგუფში რა ხდება თბილისში.
კომენტარები