NEXT.On.ge-ის საზაფხულო სტაჟირების პროგრამა იწყება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
NEXT.On.ge სამეცნიერო და ტექნოლოგიური ჟურნალისტიკის “ზეახალი ვარსკვლავების” ძებნას იწყებს.
ვაცხადებთ სამთვიან საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ცნობისმოყვარე და გამოცდილებისთვის ღია 16 წელს ზემოთ ახალგაზრდებისთვის.
სადაც არ უნდა იყო:
- თუ ხარ მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდა;
- თუ ცნობისმოყვარეობა არ გასვენებს და ყოველ დღე ახალი რამის გაგება/სწავლა გინდა;
- თუ ამბების დეტალებში ჩაკირკიტება და რთული ამოცანების ამოხსნა გჩვევია;
- თუ ხშირად სვამ კითხვებს, რომლებიც იწყება სიტყვებით — რატომ და როგორ?
- თუ კოსმონავტობაზე გიოცნებია, ან მოწყობილობის დანახვისას ავტომატურად იმაზე ფიქრობ, თუ რა ხდება მის შიგნით;
- თუ ამბობენ, რომ “წერა შენი საქმეა”.
გაიარე NEXT.On.ge-ის საზაფხულო სტაჟირება. ჩვენ გასწავლით ყველაფერს, რაც სამეცნიერო/ტექნოლოგიურმა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს. სტაჟირება იქნება დისტანციური, შესაბამისად, რეგიონებიდანაც თამამად შეგიძლია ჩაგვერთო. გექნება საშუალება, მიიღო სტიპენდია და ჩვენი გუნდის წევრი გახდე.
თუ ჩვენი სტაჟირების გავლა მოგინდა, 5 ივნისამდე გადადი ამ ბმულზე, უპასუხე კითხვებს და დაელოდე ჩვენს გამოხმაურებას. (დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს).
კომენტარები