ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი გამონათქვამით
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მეცნიერება ჩვენს ცხოვრებას მუდმივად ცვლის. ის პროგრესი რაც მას მოაქვს პირდაპირ კავშირშია იმ მეცნიერებთან, რომლებმაც რაღაცა წარმოუდგენელი დაუშვეს და შემდეგ განახორციელეს კიდევაც. ასეთი ადამიანების ნააზრევი კაცობრიობის მონაპოვარია, რის გარეშეც თანამედროვე სამყარო ფიზიკურად ვერ იარსებებდა.
ამ ტესტით სწორედ ასეთი მეცნიერების ნააზრევის და გამონათქვამების გამოცნობას გთავაზობთ — გამოიცანი მეცნიერი გამონათქვამით.
ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი გამონათქვამით
ტესტის დაწყება1 / 14 "ღმერთი კამათელს არ თამაშობს"
2 / 14 "სადმე რაღაც წარმოუდგენელი ელოდება, რომ გახდება ცნობილი"
3 / 14 "თუ თქვენი სიძულვილი ელექტროენერგიად გარდაიქმნება, ის მთელს სამყაროს გაანათებს"
4 / 14 "მე ფიზიკის შესახებ დაწერილი იმაზე მეტი წიგნი გავყიდე, ვიდრე მადონამ სექსის შესახებ დაწერილი წიგნები"
5 / 14 "რა შესანიშნავია, რომ პარადოქსს შევხვდით. ახლა შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ წინ წავიწევთ!"
6 / 14 "5 გრძნობით აღჭურვილი ადამიანი თავის გარშემო სამყაროს შემეცნებას ცდილობს და ამ თავგადასავალს მეცნიერებას ეძახის"
7 / 14 "არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ცხადია, რომ მეოთხეში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება"
8 / 14 "მე არ მაიმტერესებს, რა გაკეთდა, მე მაინტერესებს, რა უნდა გაკეთდეს"
9 / 14 "მას შემდეგ 80 წელი გავიდა და მე ჯერ კიდევ ვერ გამიცია პასუხი საკუთარ კითხვაზე: რა არის ელექტროენერგია"
10 / 14 "ბუნების უდიდესი წიგნი დაწერილია მათემატიკური სიმბოლოებით"
11 / 14 "შორს იმის წყალობით ვიხედებოდი, რომ ბუმბერაზების მხრებზე ვიდექი"
12 / 14 "მეცნიერება და ყოველდღიური ცხოვრება არ უნდა იყოს გამიჯნული"
13 / 14 "ექსპერიმენტი არის შეკითხვა, რომელსაც მეცნიერება უსვამს ბუნებას, ხოლო შედეგი ბუნების პასუხია"
14 / 14 "თქვენი თეორია სიგიჟეა, თუმცა არც იმდენად, რომ ჭეშმარიტება იყოს"
ერთი წუთით...
კომენტარები